
დღეს, ევროპის სტადიონებზე მორიგი სათამაშო დღე იყო, თუმცა, ქართული ლეგიონიდან წარმატებული მხოლოდ მწვრთნელი ლეგიონერის, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის" შეხვედრა გამოდგა. ქართველი მწვრთნელის გუნდმა, რომელიც რა დასამალია და არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია - „ანორთოსისი" კვიპროსის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-11 ადგილზეა, კვიპროსის ლიგის მე-17 ტურში, 1-0 დაამარცხა „ანჩასი".
10 იანვარს, ჩაატარა ესპანური ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურის მატჩი ჩაატარა გიორგი გულიაშვილის „რასინგმა", რომელიც მოულოდნელად, სატურნირო ცხრილის აუტსაიდერთან, „სარაგოსასთან" 2-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველის ახალი გუნდი, პირველი ტაიმის შემდეგ, უკვე 0-2 აგებდა, საბოლოოდ კი, 0-3-დან მოუწია თამაშში დაბრუნება თუმცა, ქულის გადასარჩენად ქულა არ ეყო. ამ შეხვედრაში გიორგი განაცხადში არ ყოფილა. 21 ტურის შემდეგ, „რასინგი" კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია 48 ქულით.
ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში, ლუკა გაგნიძის „გრანადამ", „კასტელონს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე მხოლოდ, 85-ე წუთზე გამოჩნდა. ამ ტურის შემდეგ, „გრანადას" 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოდან მესამე მე-20 ადგილზეა.
საფრანგეთის ჩემპიონატში ამ შაბათ-კვირას შესვენება იყო, თუმცა, ჩატარდა თასის თამაშები. 1/16 ფინალურ შეხვედრაში ქართველების „მეცი" საშინაო შეხვედრაში „მონპელიეს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 0-4 დამარცხდა. ქართველთაგან გიორგი წიტაიშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. რაც შეეხება გიგი აბუაშვილს, ის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე არ გამოსულა.

|
|
|





ჩვენ









