
საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ევროპაში, საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა ბრუნდება. ქართული ლეგიონიდან რამდენიმე ფეხბურთელს, მაგალითად ბუდუ ზივზივაძეს, ტრავმის გამო ტურის გამოტოვება მოუხდა. მეორე ნაწილმა სათადარიგო სკამიდან დაიწო და არც თუ ურიგო თამაში გამოუვიდა. ამ შემთხვევაში, იური ტაბატაძის მაგალითს მოვიყვანდი. იყო ისეც, რომ ჩვენებს, განაცხადში ყოფნის მიუხედავად, სათამაშო დრო არ მისცემია (საბა გოგლიჩიძეს, რომელიც მცირე ტრავმის შემდეგ, ამ ტურში განაცხადში იყო) თუმცა, ვინც სასტარტოდან დაიწყო და მორიგი შედევრი შექმნა, თან ამ წელს მეორედ, ჩვენი ბომბარდირია.
ესპანური ლა ლიგის მე-19 ტურში გოირგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" „ალავესს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. ბომბარდირი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. აღნიშნული შეხვედრა ქართველისთვის სტაბილურად კარგი იყო და გოლის გარდა, რომელიც ქართველმა 75-ე წუთზე გაიტანა, კიდევ ჰქონდა „ალავესის" კარის აღების შესაძლებლობა. ფაქტია, რომ ჟორჟს 2026 წლის პირველ დღეებში, ზედიზედ მეორე თამაშში გააქვს. ლა ლიგაში კი, ეს ბომბარდირის მეხუთე გოლი იყო. 19 ტურის შემდეგ, „ვილიარეალი" 41 ქულით, სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზეა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, 21-ე ტურში „კადიზმა" 3-2 დაამარცხა „ხიხონი". იური ტაბატაძე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი უკვე ორბურთიანი სხვაობით იყო წინ. თამაშში შემოსვლიდან 8 წუთში, ქართველმა მოახერხა პენალტის გამომუშავება, რომელიც თავადვე შეასრულა და „კადიზი" სამი ბურთით დააწინაურა. თუმცა, შეხვედრის მიწურულს ტაბატაძის გუნდმა ორი გოლი მაინც გაუშვა. ქართველის თანაგუნდელებისთვის სასიხარულოდ, სტუმრებმა, ამ ფსიქოლოგიური უპირატესობის მიუხედავად, ქულია გადარჩენა ვერ მოახერხეს. „კადიზმა" კი, 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და 34 ქულით, ახლა სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა. სხვათა შორის, ტაბატაძემაც ზედიზედ, მეორე მატჩში გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე ლა ლიგა 2-ში გატანილი 6 გოლია.
იტალიის სერია B-ს მე-19 ტურში, კვლავ „ფროზინონეს" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში გიორგი კვერნაძემ, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა კი, საშინაო შეხვედრაში „კატანძარო" 2-0 დაამარცხა და კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეშია.
გერმანიის ბუნდეს ლიგაში განახლებულ სეზონში, უამინდობამ კორექტივი მაინც შეიტანა - სამი მატჩი გადაიდო, თუმცა, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა" გასვლაზე „ფრაიბურგი" 2-1 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში, 16 ქულით, მე-13 ადგილზეა. ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მინდორზე, 78-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი უკვე აგებდა.
რუმინეთის სუპერლიგის 21-ე ტურში, ანრი მექვაბიშვილის „უნივერსიტატიამ" „მიერკურეა ჩიუკის" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. 21 ტურის შემდეგ კრაიოვას გუნდს, 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

|
|
|





ჩვენ









