
გულშემატკივრის ფავორიტი თორნიკე შენგელია გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ბელგრადის „პარტიზანის" წინააღდეგ 19% იყო. თოკოს „ბარსელონამ" კი, ევროლიგის 21-ე ტურში საშინაო შეხვედრაში 88-70 სერბული გუნდი და რეგულარული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
თამაში კატალონიელებისთვის მოულოდნელად დაიწყო, „პარტიზანმა" პირველი მეოთხედის მოგებაც მოახერხა 13-20, თუმცა, მეორე მეოთხედში „ბარსამ" ეს 7 ქულაც ამოიღო, მეოთხედი 28-15 ტაიმი კი, 6 ქულით, 41-35 მოიგო. მეორე ტაიმში, „ბარსელონამ", სერბებს დაანახა ვინ იყო ამ თამაშში მასპინძელი და დარჩენილი ორი მეოთხედიც მოიგო 21-15, 26-20.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ისევ „სკამიდან" დაიწყო, თუმცა, თითქმის შეუცვლელად ითამაშა და პარკეტზე 27:40 წუთი დაჰყო. ამ დროში, ქართველმა 13 ქულა დააგროვა, 2 მოხნა, 3 პასი ჩაიწერა აქტივში და ერთხელაც ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ამ 13 ქულაში, თოკოს ანგარიშზე ორი მცდელობიდან ორი ზუსტი სამქულიანია.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას" რიგებში ყველაზე მეტი, 16 ქულა ვილი ერნანგომესმა ჩააგდო.
ქართველოს გუნდი, ევროლიგის მორიგ შეხვედრას, 16 იანვარს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

|
|
|





ჩვენ









