ბორჯღალოსნებს ბროკონი გაწვრთნის, თუმცა ზაფხულამდე თამაშებზე გუნდს ბორტოლამი გაუძღვება
ბორჯღალოსნებს ბროკონი გაწვრთნის, თუმცა ზაფხულამდე თამაშებზე გუნდს ბორტოლამი გაუძღვება
10.01.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის ზაფხულიდან პიერ-ანრი ბრონკანი გაწვრთნის. მაშ შემდეგ, რაც აღნიშნულის თაობაზე ფრანგული მედია ალაპარაკდა, ბორღჯალოსნების ახალი თავკაცის თაობაზე საქართველოს რაგბის კავშირმაც გააკეთა განცხადება.


„2026  წლის ივნისიდან ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა.


ამა წლის იანვრიდან ივნისამდე ორივე გუნდს მისი იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება. „შავ ლომში" ბორტოლამის დებიუტი 10 იანვარს, ჩელენჯ თასზე ფრანგულ „მონტობანთან" (სტუმრად) შედგება. ჩვენი გუნდი 17 იანვარს იტალიურ „ძებრეს", „მიხეილ მესხზე" დაუხვდება.


ბორტოლამი გაიყვანს ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 8 და 15 თებერვალს სტუმრად, შესაბამისად შვეიცარიასა და ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო 21 თებერვალს თბილისში ესპანეთს დაუხვდება. ნახევარფინალები 7-8 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 15 მარტს მადრიდში გაიმართება", - წერს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდი.


 ბორჯღალოსანთა ახალი მთავარი მწვრთნელისა და მწვრთნელის კარიერის შესახებ იხილეთ ბმულში.