
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი ტიტული მოიგო და ახალი 2026 წელიც გამარჯვებით დაიწყო EA SPORTS FC-ის წლის გუნდის წევრობის ნომინანტია. საქმე ისაა, რომ ციფრული ინტერაქტიური გასართობი სფეროს მსოფლიო ლიდერი EA-ი, რომელიც წლებია ფეხბურთის გულშემატკივარს საშუალებას აძლევს ონლაინ-თანაგუნდელი გახდეს საფეხბურთო ვარსკვლავებისა და მატჩებშიც ვირტუალურად მიიღოს მონაწილეობა, 2025 წლის გუნდს ასახელებს.
მიმდინარე წილს 12 იანვრამდე, გამოკითხვაში გულშემატკივარს საშუალება აქვს დაასახელოს მისი აზრით წლის 11 საუკეთესო მოთამაშე (მეკარე, მცველები, ნახევარმცველები, თავდამსხმელები), აირჩიოს კაპიტანი - საფეხბურთო ენაზე, რომ ვთარგმნოთ, „დააყენოს" სასტარტო შემადგენლობა და ამით, კონკრეტული ფეხბურთელების ისტორიის წერაში პატარა წვლილი შეიტანონ, რადგან EA SPORTS FC 26 и FC Mobile სიმბოლურ გუნდში დასახელებული ფეხბურთელების პატივსაცემად, სამახსოვრო ნივთების გამოცემას გეგმავს.
წლის გუნდის 11 წევრი ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება, გამოკითხვა კი, მითითებულ ბმულზე 12 იანვრამდე გაგრძელდება.
ნომინანტებს შორის კაცთა სიმბოლურ გუნდში მოხვედრა შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიასაც, თუმცა ამისთვის ქართველი ქომაგის აქტიურობაა საჭირო. აუცილებელია მთლიანი გუნდის დაკომპლექტება და კაპიტნის არჩევა, რომ თქვენი ხმა ჩაითვალოს. აქვე ერთ პატარა ხერხსაც გასწავლით, იმისთვის, რომ „კვარა" მოხვდეს სიმბოლურ გუნდში, ეცადეთ, მის პოზიციაზე, ის ფეხბურთელები (ხვიჩას გარდა, პროგრამულად კიდევ ორი კანდიდატის დასახელებაა აქ საჭირო) დაასახელოთ და ამით „კვარას" გარდა შექმნათ მრავალფეროვნება, თან სიმბოლურში მოსახვედრად, ნაკლებად პროგნოზირებადი ფეხბურთელების დასახელებით, რაც სამომავალოდ, ხვიჩას გამარჯვების საშუალებას მისცემს... კი, ხერხია, თუმცა, ჩვენ ხომ ჩვენმა გვინდა გაიმარჯვოს და აქ, ყველა ხერხი დაშვებულია.
და ბოლოს გეტყვით, რომ ასევე, სიმბოლური ნაკრების დასახელება შეგიძლიათ ქალ ფეხბურთელთა მხრივაც.

|
|
|





ჩვენ









