ქართველი მოთხილამურის ერთი პირველი და ერთიც მესამე ადგილი აზერბაიჯანიდან
ქართველი მოთხილამურის ერთი პირველი და ერთიც მესამე ადგილი აზერბაიჯანიდან
09.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელის დაწყებამდეც თვეზე ნაკლები დარჩა, ქართველი სამთო მოთხილამურე, ნინო წიკლაურიც იასპარეზებს. ეს ქართველი სპორტსმენი ქალისთვის რიგით მე-5 ოლიმპიური თამაშები იქნება, რაც თავის მხრივ, ზამთრის სახეობებში მოასპარეზე ქართული წარმომადგენლობისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მანამდე კი, ნინომ, 8-11 იანვარს აზერბაიჯანის სამო კურორტ შადაგ მაუნთინ რეზორთში გამართულ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.


აზერბაიჯანის ღია პირველობა, ამავდროულად FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებების კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნინომ კი, 8 იანვარს გამართული ეტაპი სლალომში 1:22.92 (40.43 / 42.49) გამარჯვება მოიპოვა და შესაბამისად სარეიტინგო ქულებით შეივსო.


„პირველად ვარ ამ კურორტზე, მთა საკმაოდ ტექნიკური იყო, როგორიც მე მომწონს. დიდი მოსამზადებელი პერიოდი არ მქონია ამ ზამთრისთვის, მაგრამ თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ სლალომის თხილამურებზე და ეს გამარჯვება თვითდაჯერებულობას მმატებს რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ", - ამბობს ნინო წიკლაური.


ეტაპზე მეორე ადგილზე შვეიცარიელი ნიკიტა ანერი გავიდა და მესამე ადგილს უზბეკი საბინა რეჯეპოვა დასჯერდა.


აქვე გეტყვით, რომ დღეს 9 იანვარს ქართველმა კიდევ ერთ სტარტში, სლალომში მიიღო მონაწილეობა და ამჯერად, მე-3 ადგილს 57.47 (28.80 / 28.67) დასჯერდა და +0.86-ით ჩამორჩა ეტაპის გამარჯვებულ ნიკიტა ანერის.


ხვალ, 10 იანვარს კიდევ, ორი სტატია სლალომში, ხოლო 11 იანვარს გიგანტური სლალომია დაგეგმილი.


აზერბაიჯანში მიმდინარე შეჯიბრის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე.