
დღეს საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" და ხორვატულმა „რიეკამ" ოფიციალურად დაადასტურეს ქართული კლუბის აკადემიის აღზრდილის თორნიკე მორჩილაძის ტრანსფერი.
23 წლის ქართველი თავდამსხმელმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „რიეკასთან" მოაწერა ხელი. კონტრაქტით ქართველი, მისთვის კარგად ნაცნობ ქალაქში და კარგად ნაცნობ სტადიონზე „თეთრების" ღირსებას 2028 წლის ზაფხულამდე დაიცავს და შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტს რა და როგორ იყოს.
ქართული ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს რიეკაში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში, ხორვატთა წინააღმდეგ არ უთამაშია, მორჩილაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და ისედაც, ამ ქალაქში ქართველი ფეხბურთელები, კარგად უნდა ახსოვდეთ.
საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი, საკუთარ გულშემატკივარს ყურადღებას უმახვილებს, რომ ქართველი, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, ამ გუნდისა და ახალგაზრდული ნაკრები მოთამაშეა, რომელსაც 30 ოფიციალურ შეხვედრაში (აქ, „დინამოა" ნაგულისხმები) 12 გოლი აქვს გატანილი.
„ვიცი, რომ „რიეკა" ხორვატიაში ერთ-ერთი ისტორიული კლუბია. ვეცდები, რომ მინდორზე, კლუბის სასარგებლოდ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. არჩევანის გაკეთებისას გავთვალე, რომ „რიეკა" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, ჩემი ამბიციები კი, ამბიციურ კლუბებს უკავშირდება. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და ვფიქრობ, ამას გულშემატკივარი თავად იხილავს თამაშების დროს. ხორვატიის საკლუბო ჩემპიონატზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. აქ არის 3-4 ევროპული დონის კლუბი. ვიცი, როგორ უყვართ ადგილობრივ ფანებს ეს კლუბი, ვიცი, რომ ქალაქი ამ კლუბით ცხოვრობს. მოუთმენლად ველი თამაშს, შეხვედრას გულშემატკივართან, რომ მათთვის მაქსიმუმი გავიღო", - ამბობს თორნიკე მორჩილაძე ხორვატული კლუბისთვის მიცემულ ინტერვიუში.
თორნიკე მორჩილაძის ახალ გუნდს, რომელსაც 18 ტურიდან, მხოლოდ 17 აქვს ჩატარებული და 24 ქულით მე-5 ადგილზეა, უახლოეს ოფიციალურ მატჩს, 24 იანვარს, სახლში, ბელუპოს „სლავენის" წინააღმდეგ გამართავს. გუნდთან ერთად "მორჩილამ" უკვე ივარჯიშა.

|
|
|





ჩვენ









