
საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ახალი წელი გოლით არა, თუმცა, ტიტულით დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა" ქუვეითში, 2024-2025 წლების სეზონის საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო. ქართველმა, რომელმაც ახლი წლის პირველი შეხვედრა საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარიზის" წინააღმდეგ გამოტოვა დღეს, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 72 წუთი გაატანა.

„მარსელის" წინააღმდეგ, ქართველის მოედანზე ყოფნისას, პსჟ-ი, მე-13 წუთზე დემბელის გატანილი გოლის წყალობით იგებდა, თუმცა, „კვარას" გასვლის შემდეგ, „მარსელმა", ჯერ გაათანაბრა ანგარიში მას შემდეგ, რაც ლუკას შევალიემ ჯერ პენალტი აიკიდა, შემდეგ კი, ვერ მოახერხა მისი მოგერიება (76'), ამის შემდეგ კი, 87-ე წუთზე პაჩოს ავტოგოლის შემდეგ, საერთოდაც დაწინაურდა. თამაშის გადასარჩენად, „კვარას" გუნდელებს მხოლოდ, 6 წუთი ჰქონდა, რაც ლუის ენრიკს შეგირდებმა გამოიყენეს და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში, მე-5 წუთზე რამოშის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, 2-2.
აი პენალტების სერიაში კი, შევალიემ, რომელიც თუ არ ჩავთვლით პენალტის მომენტს, დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პირველი ორი პენალტის აღება მოახერხა. ისე, ჩვენი დარჩეს და რაღაც მომენტში, ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი გაგვახსნა. თუმცა, მაშინ კარში საფონოვი იდგა, რომელმაც სწორედ იმ პენალტების მოგერიებისას ხელი მოიტეხა და დღეს, ბუნებრივია, განაცხადშიც კი არ იყო. საბოლოოდ, პენალტების სერიაში პსჟ 4-1 იმარჯვა და საფრანგეთის სუპერ თასის მფლობელიც გახდა.

ფოტო: (c) PSG / კვარა

|
|
|





ჩვენ









