
მცირე ტრავმის შემდეგ, რის გამოც თოკოს ევროლიგის 2025-2026 წლების სეზონის რამდენიმე ტურის გამოტოვება მოუხდა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კაპიტანე „საქმეს" აქტიურად დაუბრუნდა. ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ და ახალი წლის პირველ ტურში, რომელშიც „ბარსელონამ", თელ-ავივის „მაქაბი რაპიდს" უმასპინძლა თორნიკე შენგელია, მარგი ქმედების კოეფიციენტის თვალსაზრისით ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე მაღალი ქულა 27 მიიღო. ამას გარდა, ქართველმა 22 ქულა დააგროვა, რაც 6 იანვრის შეხვედრაში, კატალონიელთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველს არ დაუწყია სასტარტო შემადგენლობიდან, თუმცა, პარკეტზე 25:12 წუთი გაატარა. ამ დროში, მის მიერ დაგროვილ 22 ქულას შორის 7-დან 7 ზუსტია საჯარიმო სროლაა, 7-დან 6 ზუსტი ორქულიანი და 2-და ერთი სამიანი. ამას გარდა, თოკოს ანგარიში ორი მოხსნა და 4 ზუსტი გადაცემა დაგროვდა.
რაც შეეხება კონკრეტულად შეხვედრას, „ბარსამ" აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედის მოგება 13 ქულის სხვაობით, 32-19 მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედში სტუმრებმა 1 ქულით 24-25 მოიგეს, თოკოს, გუნდი, დიდ შესვენებაზე, მაინც კომფორტული უპირატესობით, 12 ქულით გავიდნენ, 56-44. მეორე ტაიმის პირველ მონაკვეთში, „ბარსელონამ" მოახერხა ამ უპირატესობის შენარჩუნება მონაკვეთი 21-19 მოიგო, შესაბამისად ბოლო მონაკვეთის წინ ტაბლოზე 77-63 ენთო, სხვაობა კი, 14 ქულა იყო კატალონიელთა სასარგებლოდ. შესაბამისად, ქართველოს გუნდს, ბოლო მონაკვეთში არ გასჭირვებია თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მონაკვეთი 16-20 დათმო. საბოლოოდ, „ბარსამ" 93-83 გაიმარჯვა და არასრული მე-20 ტურის შემდეგ (რამდენიმე თამაში 7 იანვარს, ანუ უკვე დღეს გაიმართება), სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ანუ ფლეი-ოფში, სატურნირო ცხრილის პირველი 10 გუნდი გადის.
რეგულარული სეზონი 16 აპრილს 38-ე სათამაშო დღით დასრულდება. მანამდე კი, 9 იანვარს „ბარსელონა" ბელგრადის „პარტიზანს" მიიღებს, რომელიც ამ მომენტისთვის, ცხრილის ბოლო საფეხურზეა.

|
|
|





ჩვენ









