ქართველთა გუნდების პირველი სათამაშო კვირა ახალ წელს - ქართველებიდან დღეს ტაბატაძემ გაიტანა
ქართველთა გუნდების პირველი სათამაშო კვირა ახალ წელს - ქართველებიდან დღეს ტაბატაძემ გაიტანა
05.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ახალი წლის პირველ სათამაშო უქმეებზე ქართველთა გუნდებმა სხვადასხვა ქვეყნის საკლუბო პირველობაში მიიღეს მონაწილეობა. სამწუხაროდ გიორგი მამარდაშვილმა 2026 წლის პირველი შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა. ინგლისის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, „ლივერპულმა" გასვლაზე ფრედ, 2-2 ითამაშა „ფულემთან". დღევანდელი ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი 34 ქულით კვლავ მე-4 ადგილზეა.


დღესვე, ინგლისის ჩემპიონშიპის გასვლითი შეხვედრა „ჰალ სიტისთან" უნდა ეთამაშა გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდს". თუმცა, თბილისის დროით 19:00 საათზე დანიშნული შეხვედრა კლიმატური პირობების გამო, სათამაშო მოედნის საფარი გაყინული იყო, გადაიდო. სხვათა შორის ამ დღეს, აღნიშნული ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გადაიდო.


იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „კრემონეზეს" სათადარიგო სკამი კარგად „გაამაგრა" დაჩი ლორთქიფანიძემ, საქართვლოს ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების წევრი შემადგენლობაში „ფიორენტინასთან" გასვლით შეხვედრაში კი იყო განაცხადში, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა. შეხვედრა კი, „ფიორენტინამ" მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „კრემონეზეს" ის, 21 ქულით მე-13 ადგილზეა.


დაჩის და „გოგლიჩას" გუნდებს გადაასწრო საბა საზონოვის „ტორინომ", რომელმაც სერია A-ს მე-18 ტუტის გასვლით შეხვედრაში მოახერხა სოლიდური ანგარიშით 0-3 დაემარცხებინა „ვერონა" და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ საზონოვის გუნდმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, საჭირო სამი ქულა, მხოლოდ შეხვედრის ბოლო 10-წუთეულში დაიბევა, როდესაც ორი გოლი გაიტანა. საბა, „ტორინო" შემადგენლობაში იყო, თუმცა არ უთამაშია.


კვიპროსის ლიგის  მე-16 ტურში გიორგი ქვილითაიას „არისმა" გასვლით შეხვედრაში ფრედ, 0-0 ითამაშა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან". ქართველი შეცვლაზე, 59-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა, გუნდს, გოლით ვერ დაეხმარა. ქართველის გუნდი ჩემპიონშიპის ჯგუფში 31 ქულით მე-4 ადგილზეა და ოქროს მედლებისთვის საბრძოლველად შანსს იტოვებს.


ამავე ლიგაში, მხოლოდ გასავარდნ ჯგუფში ცდილობს ქულები დააგროვოს ქართველი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა", რომელიც ამ ჯერაც რეგულარული ჩემპიონატის საერთო ცხრილში 14 ქულით მე-12 ადგილზეა. სამწუხაროდ, ქართველის გუნდი სატურნირო ცხრილის მესამე ადგილოსანთან, „აეკთან" ე.წ გასვლით შეხვედრაში დიდი ანგარიშით 4-0 დამარცხდა.


საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში და 2026 წლის სასტარტო შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვლის „მეცმა" გასვლით შეხვედრაში „ლორიანითან" ფრედ 1-1 ითამაშა. ანგარიში „მეცი" გახსნა და დიდი ხნის მანძილზე ანგარიშში წინაც იყო თუმცა, 73-ე წუთზე მეცელთა მიერ დაშვებულ მორიგ შეცდომას, ამჯერად გოლი მოჰყვა და „ლორიანმა", რომელიც შეხვედრის ბოლო მონაკვეთში საკმაოდ აქტიური იყო, მოახერხა გოლის გაქვითვა. „წიტამ" სასტარტოდან დაიწყო და გუნდში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება „აბუს" ის, სათამაშოდ არ გამოსულა. ამ ტურის შემდეგ, „მეცი" კვლავ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.  


საფრანგეთის ლიგა 1-ის ამავე ტურში პსჟ-მ  „პარიზი"  2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში იყო, თუმცა, დღეს, სათამაშოდ არ გამოსულა. ახლა „კვარას" გუნდს 39 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება „ლანსს".


ისე, უნდა ითქვას, ქართული გოლის გარეშე, არც დღევანდელი დღე დასრულებულა. ესპანეთის ლა ლიგა 2-ში იური ტაბატაძემ გაიტანა. „დეპორტივო ლა კორუნიასა" და „კადიზის" შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, პირველ ტაიმში ორჯერ იგებდნენ და სამ ქულასთანაც ალბათ, უკვე ახლოს იყვნენ, რომ არა ქართველი, რომელიც სათამაშოდ 70-ე წუთზე შემოვიდა და სტუმარ გუნდს, გასვლით შეხვედრაში 85-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, საჭირო ქულა მოუტანა. ლა ლიგა 2-ში, 20 ტურის შემდეგ, „კადიზს" 31 ქულა აქვს და სულ ერთით ჩამორჩება ლა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში მოხვედრის კანდიდატ გუნდებს.