
გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს სომეხი მოთხილამურე მიხეილ მიქაიელიანი, რომელსაც ასპარეზობის დროს სპონსორის სახელი აქვს გადაფარული. იტალიაში სათხილამურო რბოლაში (cross-country) Tour de Ski in Toblach მოასპარეზე 26 წლის სპორტსმენმა გადასაცმელზე დატანილი მინიშნება - სპონსორის დასახელება „აზერბაიჯანი" დაფარა.
როგორც მოხვდა ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის სახელი სათხილამურო შეჯიბრზე, რომელიც რა დასამალია და ჩვენს რეგიონში ყოველ შემთხვევაში აღნიშნული სახეობა არც ისე პოპულარულია ეს ცალკე საკითხია. საქმე ისაა, რომ FIS-სა (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასა) და აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოს შორის დადებული ხუთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია ვალდებულია გარკვეულ შეჯიბრებზე საასპარეზო გადასაცმელებზე, თუმცა, ისევე როგორც სარეკლამო ბანერებზე განათავსოს სპონსორის ლოგოტიპი (ან სახელწოდება). აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 2025 წლის მაისში მოეწერა და შესაბამისად აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოც Tour de Ski-ს სპონსორი გახდა, შესაბამისად „აზერბაიჯანი"-ც ბრენდინგის ერთ-ერთი სავალდებულო დეტალი (!).
შირაქის რეგიონის სოფელ აშოცკში დაბადებულმა სომეხმა სპორტსმენმა კი, იტალიაში Tour de Ski in Toblach-ს შეჯიბრზე გამოსვლისას, რომელიც 2025 წლის 28 დეკემბრიდან 2026 წლის პირველი იანვრის ჩათვლით გაიმართა, 20 კმ-იან რბოლაში, 92 მონაწილეს შორის, მხოლოდ 72-ე ადგილი დაიკავა, თუმცა, მასზე უფრო მეტმა გაიგო, ვიდრე რბოლის გამარჯვებულზე.
ბუნებრივია, სომეხი სპორტსმენი დაისაჯა, ვინაიდან მან დაარღვია შეჯიბრის პროტოკოლი და უგულებელყო შეჯიბრის ოფიციალური სპონსორი. უფრო მეტიც, მას FIS-მა ფულადი ჯარიმაც დააკისრა, თუმცა, თანხის ოდენობა ოფიციალურ წყაროებს არ დაუსახელებიათ. რაც შეეხება თავად სპორტსმენს ის მედიასთან საკუთარ ქმედებაზე არ ლაპარაკობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მომხდარი მისი და ორგანიზატორების სალაპარაკო თემაა.
სომხეთის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა გარიკ სარგსიანმა სომხურ მედიასთან კომენტირებისას განაცხადა, რომ მიქაელიანს დისკვალიფიკაცია არ ემუქრება, თუმცა, სპორტსმენის მიმართ საბოლოო ვერდიქტი ხვალ, 5 იანვარს გახდება ცნობილი.
სხვათა შორის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მარკეტინგულ გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც სპორტსმენები ვალდებულნი არიან საკუთარი ქვეყნის სახელის გარდა, ასპარეზობისას სხვა ქვეყნის სახელწოდება ეწეროთ არაერთგვაროვნად და პროტესტით შეხვდნენ. მაგალითად სხვა ქვეყნის სახელი დატანა, საასპარეზო გადასაცმელზე გააპროტესტა ნორვეგიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ასტრიდ ეირე სლინდმა (ცნობისთვის, აზერბაიჯანთან ერთად, რიგ გადასაცმელებზ გერმანიის სახელიც არის დატანილი). ეთიკის ნორმების დარღვევად შეაფასა FIS-ის მიერ მიღებული მსგავსი მარკეტინგული თანამშროლობა შვედეთის სათხილამურო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ანდრეს ბისშტრიომმაც.
მოკლედ, მთელი ამ ამბიდან, ალბათ ერთი დასკვნაა გამოსატანი - სპორტული ღონისძიებების ბრენდირების პროცესში ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ეს მარტო, სპონსორსა და ფედერაციას შორის დადებული გარიგება არ არის. ისე, ფაქტია, მომდევნო ეტაპებზე თუკი, ქვეყნის სახელს, "აზერბაიჯანს" ბრენდირებიდან ამოიღებენ, ჩვენმა მეზობელმა "საქმე", უკვე გააკეთა - რეგიონისთვის უცხო სპორტში აზერბაიჯანზ ხალხმა სათხილამურო წრეებში დაიწყეს ფიქრი.

|
|
|





ჩვენ









