ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშები ნინო წიკლაურისთვის მეხუთე იქნება
ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშები ნინო წიკლაურისთვის მეხუთე იქნება
03.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად ერთ თვეში, მილანი-კორტინას 2026-ის (6-22 თებერვალი) ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გაიხსნება. მონაწილეთა შორის იქნება ნინო წიკლაური, ქართული გუნდის მედროშე 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ზამთრის სახეობებში საქართველოს ოლიმპიური მედალი არ აქვს, ნინოს სახით გვყავს რეკორდსმენი ქალი, რომელისთვისაც მომავალი ოლიმპიური თამაშები რიგით მე-5 იქნება, რაც ცალსახად რეკორდია.


შეგახსენებთ, რომ 2024 პარიზში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მე-10 იყო, ქართველი ტყვიით მსროლელი ქალისთვის ნინო სალუქვაძისთვის. ამ მხრივ, ტყვიით სროლა ფიზიკური დატვირთვიდან საგრძნობლად განსხვავდება სამთო-სათხილამურო სპორტიდან. შესაბამისად, რაა გამორიცხული, რომ კორტინას ტრასები, წიკლაურისთვის ბოლო ოლიმპიური შანსი იყო, უკეთ წარმოაჩინოს შანსი. მითუმეტეს, რომ ტრავმისა და რეაბილიტაციის გამო, ნინოს საკმაოდ გაუცდა დრო და 2025 წელს, მაქსიმალურად ეცადა ოლიმპიური ლიცენზია მოეპოვებინა.


სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავადგინეთ, ნონოსა და ფიგურული მოციგურავეების გარდა, თუ რამდენი სპორტსმენით ვიქნებით წარმოდგენილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.


ჩვენი გვერდისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ეყოლება ვაჟი სამთო-მოთხილამურეც, თუმცა, ამ ეტაპზე გასარკვევია ორი სპორტსმენიდან (ლუკა ბუჩუკური და ირაკლი ხერგიანი), რომელი გაემგზავრება იტალიაში.


ზამთრის ოლიმპიურ თემებს და ქართველ ლიცენზიანტებს მომავალში კვლავ დავუბრუნდებით.