
საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას ნიდერლანდებში აგრძელებს. როგორც ჩვენი ვებ-გვერდით ვიუწყებოდით, საქართველოს ნაკრების ბერძენი სპეციალისტის ათანასიოს კეჩაგიასის გაწვრთნილი გუნდი ბოლო შეკრებაზე გაფართოებული შემადგენლობით (გიორგი გვეტაძე, ირაკლი რაზმაძე, საბა ტყეშელაშვილი, ვაკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, იოვან სარიჩი, დუშან ვასიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი, ველიკო ტანკოსიჩი, ბესო ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, სტეფან ოიესივაჩი) თბილისიდან, ახალი წლის დადგომასთან ერთად, 1 იანვარს გაემგზავრა ნიდერლანდებში. უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ კი, ბელგრადში გადავა.
დღეს კი, ჩვენმა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში, როტერდამში ამხანაგური სპარინგ-მატჩი გამართა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან და დაძაბულ ბრძოლაში 8 -10 (2-2, 2-1, 3-6, 1-1) გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა პირველი ტაიმი წააგეს, ჩვენმა გუნდმა, მესამე პერიოდში მოახერხა გათანაბრება და დაწინაურებაც. ბოლო მონაკვეთში კი, უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ, გამარჯვება.
წყალბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 10-25 იანვარს ჩატარდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთის, ხორვატიისა და სლოვენიის ნაკრებებთან ერთად B ჯგუფში იასპარეზებს:
11 იანვარი / საბერძნეთი - საქართველო
13 იანვარი / საქართველო - ხორვატია
15 იანვარი / სლოვენია - საქართველო
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მარტში ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ევრო 2026 ახალი ფორმატით ჩატარდება. ევროპის ჩეპიონატის შედეგებით განისაზღვრება 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „ევროპული წარმომადგენლობა", თუმცა, ისევე, როგორც იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიბევებენ ადგილს.
საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფოტო

|
|
|





ჩვენ









