
იტალიის სერია A-ს სეზონი, საახალწლო შესვენების შემდეგ, დღეს მე-18 ტურითა და მატების წინ წუთიერი დუმილით განახლდა, რომელიც შვეიცარიის სამთო კურორტ კრანს-მონტანაში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად უსწრებდა წინ ახალი წლის პირველ სათამაშო დღეს. „უდინეზემ" გასვლითი შეხვედრა „კომოსთან", მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგო. საბა გოგლიჩიძე უდინელთა სათამაშო განაცხადში არ ყოფილა. „უდინეზე" კი, 22 ქულით, ჯერ-ჯერობით მე-11 ადგილზე იმყოფება, თუმცა, უკვე ხვალ, ტურის დასრულების შემდეგ მას შეიძლება დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზემ" გადაასწროს, რომელიც ამ ტურში ხვალ 4 იანვარს „ფიორენტინას" დაუპირისპირდება. გოგლიჩიძის გუნდისთვის გადასწრების კარგი შანსი აქვს საბა საზონოვის „ტორინოსაც", რომელსაც ამ დროისთვის 20 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა. ხვალ კი, გასვლით თამაშს, „ვერონასთან" გამართავს. აქვე შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და სულაც არ გამოვრიცხავთ, რომ ქართველებმა, გუნდები შეიცვალონ.
წუთიერი დუმილით დაიწყო თამაშები საფრანგეთის ჩემპიონატებშიც. კრანს-მონტანაში ხანძარს გადაურჩა, თუმცა, მძიმე დამწვრობები აქვს მიღებული ჩვენი, ქართული ლეგიონერების გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის თანაკლუბელს ტაჰირის დოს სანტოსს, რომელიც „მეცის" 19-წლამდე გუნდში თამაშობს და ახალი წლის შესახვედრად, სწორედ, აღნიშნულ სამთო კურორტზე იმყოფებოდა. ლიგა 1-შო ქართველების გუნდი ხვალ ითამაშებს, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხეიას პსჟ. მანამდე კი დღეს, ლიგა 2-ის მე-18 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" გასვლით შეხვედრაში „ლე მანის" დაპირისპირდა, გუნდს, რომელიც ქართველის კლუბის უშუალო კონკურენტია ძლიერთა შორის დაწინაურების კანდიდატებს შორის. თამაში ფრედ, 0-0 დასრულდა. ზურიკომ ძირითად შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა.
პორტუგალიის ლიგის მე-17 ტურში, ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი", „ბენფიკასთან" გასვლით შეხვედრაში 3-1 დამარცხდა. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა. ამ მომენტისთვის ქართველის კლუბს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ამ დღეს მთავარი კი, 2026 წლის პირველი ქართული გოლი იყო, რომელიც ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მონაწილე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. თუმცა, გოლამდე, რომელიც ქართველმა მე-13 წუთზე გაიტანა იყო, საგოლე გადაცემა, რომელიც ბომბარდირმა მე-7 წუთზე შეასრულა და მოლეოროს გოლის გატანის გარდა, სხვა შანსი არ დაუტოვა. სხვათა შორის ჟორჟს დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, თუმცა, ქართველმა ცუდად დაარტყა. საბოლოოდ შეხვედრა, რომელიც მიქაუტაძის „ვილიარეალმა" გასვლაზე, „ელჩეს" წინააღმდეგ გამართა, ქართველის გუნდი გამარჯვებით, 1-3 დასრულდა. ჟორჟი, 76-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მიუხედავად არასრული სათამაშო დროისა, ბომბარდირმა ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
ფოტო: © Villarreal CF

|
|
|





ჩვენ









