პირველი ქართული საგოლე გადაცემა „ჩაკვეს“ ანგარიშზეა
პირველი ქართული საგოლე გადაცემა „ჩაკვეს“ ანგარიშზეა
02.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი წლის პირველ დღეს, ქართული ლეგიონიდან „ნაბახუსევზე" პირველები ინგლისში გამოფხიზლდნენ. ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-19 ტურის შეხვედრაში „ლივერპულმა" „ლიდს" უმასპინძლა და ფრედ, 0-0 ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო სკამზე იყო და ის თამაშში არ ჩართულა. სხვათა შორის, ალისონმა საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო, შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა „მამარდა" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდეს. 19 ტურის შემდეგ, „ლივერპულს" 33 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.


ინგლისის პრემიერშიპში კი, 3 ქულა ჩაიწერა გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა". „ჩაკვემ" მორიგი მატჩი, ამჯერად, „ბირმინგემის" წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მე-9 წუთზე კი, საგოლე გადაცემა გააკეთა და ტომ ინსის, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი (9', 38', 60') შეასრულა, პირველი გოლის გატანაში დაეხმარა. 2026 წელს „ჩაკვეს" საგოლე გადაცემა აღმოჩნდა პირველი, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ეკუთვნის. იმედია, მალე საგოლე გადაცემებს გოლებიც დაემატება. დღეს კი, ქართველი მეორე ტაიმში შეცვალეს. 25 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს 41 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.


2 იანვრიდან საახალწლო არდადეგებიდან იტალიის სერია A დაბრუნდება.