
საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ერთ-ერთი ქართული ვებ-გვერდის კვლევის შედეგად, საქართველოს ინტერნეტ სივრცის მთავარი გმირია. ამ წყაროზე დაყრდნობით პერსონალური რეიტინგების მხრივ, „კვარა" ქართული საძიებო სისტემების აბსოლუტური რეკორდსმენია - 112000-ზე მეტი ძიებით („დასერჩვით"). „კვარა" აღმოჩნდა ერთადერთი პერსონა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც საზოგადოებისთვის ცნობილ, მათ შორის, პოლიტიკოსების სახელთა ჩამონათვალს რომ არ ჩავუღრმავდეთ (სადაც ფეხბურთელი ბევრად ჩრდილავს პოლიტიკურ სახეებს) და მხოლოდ, სპორტული სამყაროთი შემოვიფარგლოთ, ხვიჩას მიმართ საძიებო ინტერესი, თითქმის 8-ჯერ აღემატება ლეო მესის (14,900) მაჩვენებელს და 11-ჯერ აჭარბებს კრიშტიანუ რონალდუს (9,750) ძიებებს. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია, ქართულ საძიებო სისტემებზე. ასე, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველის ტრიუმფალური განვლილი 2025 წლის ბოლოს, „კვარას" სახალხო აღიარებასა და სიყვარულზე ეს კვლევაც მეტყველებს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია სფფ-ს ეგიდით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„2025 წელი ჩემთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იყო , მადლობა თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობისთვის. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს , გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს , შევხვდებით 2026-ში", - ასე მიულოცა „კვარამ" ქართველ ხალხს შობა-ახალი წელი, ცოტა დაისვენა კიდეც ოჯახთან ერთად და გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგი შეხვედრისთვის დაიწყო მზადება, რომელსაც ქართვლის გუნდი, 4 იანვარს გამართავს და საშინაო კედლებში, მეზობელ „პარიზსს" მიიღებს.
პსჟ-სა და „პარიზის" დაპირისპირებამდე უკვე ცნობილი იქნება ქართული ლეგიონი კიდევ ორი წარმომადგენლის გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის ლიგა 1-ის ახალი კალენდარული წლის პირველი თამაშის ანგარიში, რომელსაც ქართველების „მეცი" გასვლაზე, „ლორიანის" წინააღმდეგ გამართავს 4 იანვარს.

|
|
|





ჩვენ









