
2025 წელი ზუსტად ერთ საათში დასრულდება. წელი, რომელიც აღსავსე იყო ბევრი სიხარულით, ტკივილით, დიახ, როდესაც დაუმსახურებლად აგებ, უბრალოდ გტკივა, სინანულით, რადგან ხშირად სპორტში მარცხდები და ამის მიღებაც უნდა ვიცოდეთ...

ორი, 2025 და 2026 წლის მიჯნაზე, როდესაც მსოფლიოს ანგარშიც კი, ახალი წლის შესახვედრად ემზადება, საქართველოში კი, თონის პურის რიგში, თითქმის მთელი დღის მანძილზე რიგში მდგომებმა, ზოგმა საახალწლო „ნადავლით" სახლებს ბედნიერად მიაშურეს, ნაწილს კი, „ჩვეულებრივი" პურის იმედად მოუწევს ახალი წლის შეხვედრა, ქართველ სპორტსმენთა ერთი კატეგორია ჩემოდნების ჩალაგებაში ხვდება ახალ წელს, რადგან 1 ინავარს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად ნიდერლანდებში გაემგზავრება, იქიდან კი, უშუალოდ შეჯიბრის დაწყების წინ, ბელგრადში გადაინაცვლებს. თემას, ბუნებრივია მოგვიანებით, უფრო სწორად, ახალი წლის დღეებში დავუბრუნდებით.

შობის დღეს უწევთ სამშობლოდან გამგზავრება ქართველ ხელბურთელებს, რომლებიც ასევე ევროპის ჩემპიონატზე ქალაქ მალმოში იასპარეზებენ. საქართველოდან, იანვარში სულ ბოლოს, ფუტსალის ეროვნული ნაკრები გაემგზავრება და რიგასა და კაუნასში მონაწილეობას ჩვენი ნაკრებისთვის მეორე ევროპულ ფინალურ ტურნირზე იასპარეზებს. თუკი, წყალბურთელები მეშვიდედ იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ხელბურთელები და ფუტსალის ნაკრებები ამას მეორედ, თუმცა, მიჯრით მეორედ გააკეთებენ!

გამომდინარე იქიდან, რომ ქართველებს, რიცხვი 26 კარგად გვაქვს დაცდილი, 2026 წელს ქართული სპორტიც, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ვებ-გვერდი ვინც ვგეგმავთ, რომ ბევრი კარგი ამბავი გიამბოთ, დიდ იმედებს უკავშირებს, მაგალითად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, რომლისთვისაც 26 ბედნიერი რიცხვია, 2026 წელს ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მოახერხებს გასვლას. მთავარია, ეს თავად ფეხბურთელებმა ირწმუნონ, რა თქმა უნდა სწორი ანალიზით და დაშვებული შეცდომებიდან ზუსტი გაკვეთილით.

2026 წლის თებერვალში, პარიზის გრან სლემზე, 2025 წლის საუკეთესო ჯუდოკებს დააჯილდოვებენ. 8 კატეგორიაში, 59 ნომინანტ სპორტსმენს შოროს არის ეთერ ლიპარტელიანი - საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენს, შანსი აქვს გახდეს საუკეთესო ჯუდოკაც. ამას გარდა აღნიშნული ნომინაციებიდან, ჩვენები კიდევ ოთხში აცხადებენ პრეტენზიას იყვნენ გამარჯვებულები. ხმის მიცემა, 7 იანვარს სრულდება, ასე რომ არ დაიზაროთ, შედით ბმულზე და ხმა მიეცით ჩვენებს.

თებერვალში ყურადღება ალბათ, მთლიანად იტალიაში გადაინაცვლებს. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი ფიგურული მოციგურავეები, პირველად ისტორიაში ქართული სპორტისთვის ზამთრის მედალს მოიგებენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენები, პირად ასპარეზობაში ოთხივე კატეგორიაში იასპარეზებენ და მერე, თუმცა, გუნდური პირად ასპარეზობამდე გაიმართება, ეცდებიან მაღალი შედეგის ჩვენებას. თან ამის რესურსი არის!

მანამდე კი, 2025 წელს ფრაზა პირველად ქართული სპორტის ისტორიაში 42-ჯერ წარმოვთქვით. მათ შორის იყო პირველად მსოფლიოში ქართველი ჩემპიონი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც წლის საუკეთესო კაც სპორტსმენად დასახელდა.
2025 წელს ქართველმა სპორტსმენებმა 1935 მედალი მოიგეს, მათ შორის, 752 ოქროს, 610 ვერცხლისა და 753 ბრინჯაოს მედალი. შესაძლოა, ეს რიცხვი გიგანტი სახელმწიფოებისთვის არაფრის მთქმელია, თუმცა, საქართველოსთვის, ერთი პატარა ქვეყნისთვის, სოლიდური მაჩვენებელია.
დღეს, ამ მოკლე სტატიის შემოვიფარგლებით და გვჯერა, 2026 წლის პირველივე დღეებიდან საინტერესო და საამაყო ამბებით შევხვდებით.

ქართველი სპორტსმენებიდან კი, პირველი, 1 იანვარს, 21:30 წუთზე საქართველოს კარის მცველის, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის" თამაშით ვიწყებთ. „მამარდას" გუნდი, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „ლუდსთან" საშინაო შეხვედრით ვიწყებთ.
ახალი წლის პირველ დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე ინგლისის ჩემპიონშიპის 25-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი" „ბირმინგემს" უმასპინძლებს.
ასე, რომ იმდენი არ დალიოთ, რომ ხვალ ბიჭებს საქართველოდან ჩვენი ემოცია არ მივაწვდინოთ!
გილოცავთ, დამდეგ 2026 წელს! ეს წელი ყოფილიყოს გამარჯვებების, სიუხვის, სიმშვიდისა და სიხარულის წელი!

|
|
|





ჩვენ









