ალპებში, მონბლანის მასივში ახალი მარშრუტი ქართველებმა იარეს
ალპებში, მონბლანის მასივში ახალი მარშრუტი ქართველებმა იარეს
28.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

4-19 ნოემბერს ალპებში წარმატებული ქართული ექსპედიციის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ნაკრების წევრები გიორგი ტეფნაძე, თემურ ქურდიანი და ბაქარ გელაშვილი მონაწილეობდნენ, ალპებში ახალი ქართული მარშრუტი გაჩნდა.


საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ოფიციალური სოციალური ქსელი იტყობინება, უამინდობის ფონზე გამოინახა მოკლე ამინდის ფანჯარა, რომლთაც კარგად ისარგებლეს ჩვენმა ალპინისტებმა და საფრანგეთის ალპებში, შამონიში, მონბლანის მასივში,  მწვერვალ Aiguille du Midi-ზე (ეგიუ-დიუ-მიდი) ავიდნენ.


ვინაიდან ზაფხულ-შემოდგომის სეზონი დასრულებული იყო და ზამთარი ჯერ სრულად არ იყო დამდგარი, მარშრუტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, ხოლო საბაგირო არ ფუნქციონირებდა. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შამონიდან დანახულ მასივზე სახელდახელოდ შეირჩა მარშრუტი, რომელზეც მოგვიანებით ქართველი მთამსვლელები ავიდნენ. მარშრუტი აღმოჩნდა გაუვლელი, რის შედეგადაც შამონიში, ალპინიზმისა და სათხილამურო სპორტის მსოფლიო დედაქალაქში, ახალი, ქართული მარშრუტი დაემატა


.

 

სტატიაში გამოყენებულია მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ფოტოები