
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა საშობაო არდადეგებზეა, ჩვენი ბიჭების რამდენიმე გუნდი საკლუბო ჩემპიონატში ჩართულია. უქმეებზე მორიგი ტური გაიმართა ინგლისის პრემიერლიგაში, თუმცა, საქართვლოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, „ლივერპულისა" და „ვულვზის" შეხვედრაში კვლავ, მერსისაიდელთა სათადარიგო სკამზე იყო. „ლივერპულმა" კი, 2-1 მოიგო. 18 ტურის შემდეგ, „ლივერპულს" 32 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიპის 23-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა", გასვლაზე „ლესტერი" 1-2 დაამარცხა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ის, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში შეცვალეს. 23 ტურის შემდეგ, „ჩაკვეს" გუნდს, 35 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და ერთი ქულა აშორებს ფლეი-ოფის კანდიდატ გუნდებთან.
იტალიის სერია A -ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ", „ლაციოს" უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ამ შეხვედრაში იროვე გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. ამასთან ჯერ საკუთარ კარში, შემდეგ კი, მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში მოახერხეს ქულის გადარჩენა. 17 ტურის შემდეგ, „უდინეზეს" 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზე", საშინაო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა „ნაპოლისთან". ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, მინდორზე არ შესულა. „კრემონეზეს" 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „უდინეზეს" შემდეგ, მე-12 პოზიციაზეა.
20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-13 პოზიციაზეა საბა საზონოვის „ტორინო", რომლმაც მე-17 ტურის საშინაო შეხვედრა „კალიარისთან" 1-2 წააგო. საბა, კვლავ იყო განაცხადში, თუმცა, არ უთამაშია.
სერია A-ში მოთამაშე ქართული ლეგიონისგან განსხვავებით, სერია B-ში „ფროზინონეს" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო შეხვედრა გიორგი კვერნაძემ. საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელმა მინდორზე 89 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი, გასვლაზე „ემპოლისთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. 18 ტურის შემდეგ, „ფროზინონეს" 38 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.

|
|
|





ჩვენ









