
ჯუდოში, საქართველოს 2025 წლის ყველა ჩემპიონის ვინაობა ცნობილია. დღეს, თბილისში, ჯუდოს აკადემიაში აქართველოს ჩემიონატის ბოლო საასპარეზო დღე იყო. მედლები სამ წონაში გათამაშდა.
როგორ მოსალოდნელი იყოს საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა -90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობები. აღნიშნულ წონაში, ოქროს მედლის მთავარი ფავორიტი გიორგი ჯაბნიაშვილი იყო და რეალურად, კაცი, რომლის ჯუდოგას ზურგზეც გვარი ეწერა ფინალში გავიდა. თუმცა, საინტერესო აქ მოხდა. ფინალური ორთაბრძოლის დაწყებიდან პირველივე წუთზე, ჩვენთვის და ალბათ, ჯაბნიაშვილისთვისაც მოულოდნელად, ლუკა ჯავახიშვილი ვაზარით დაწინაურდა, საბოლოოდ კი, ბრძოლა ვადამდე ადრე დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯაბნიაშვილს ვერცხლი ერგო, ბრინჯაოს მედლები კი, აკაკი ჯაფარიძემ და ლუკა ბაბუცაძემ მოიგეს.
-100 კგ წონით კატეგორიაში, ფინალური ბლოკი ყველაზე სწრაფად დასრულდა. საქართველოს ჩემპიონი ნიკა ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თორნიკე ფოლადიშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს კი, ამ წონაში ონისე სანებლიძე და ნიკოლოზ ზაალიშვილი დაეუფლნენ.
+100კგ-ში ჩვენმა ვებ-გვერდმა იწინასწარმეტყველა, რომ ფინალში საბა ინანეიშვილი გავიდოდა, თუმცა, მისი მეტოქეები შესაძლებელი ვარიანტის დასახელება ცოტა გაგვიჭირდა რადგან, მედლისთვის ირაკლი დემეტრაშვილი და გელა ზაალიშვილიც იყვნენ. საბოლოოდ, ფინალში საბა და გელა დაუპირისპირდნენ. გამარჯვება და საქართველოს ჩემპიონის ტიტული კი, ირაკლი დემეტრაშვის ერგო. გელა ზაალიშვილმა და საბა ქარდავამ კი, ბრინჯაო მოიგეს.
სრულად საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატის შედეგები იხილეთ ბმულზე.
აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
2025 წლის საუკეთესო გუნდი კი, საქართველოს ჯუდოს ნაკრები, რომელმაც ივნისში, ბუდაპეშტში შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მსოფლოო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

|
|
|





ჩვენ









