ხვიჩა კვარაცხელია და თეონა ბაქრაძე, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელები არიან
ხვიჩა კვარაცხელია და თეონა ბაქრაძე, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელები არიან
27.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

 

სპორტული გაზეთი „სარბიელის"  (იხილეთ სტატია) ტრადიციული გამოკითხვის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას, საქართვლოს საუკეთესო ფეხბურთელად ამ სახეობის სპეციალისტებიც ასახელებენ. დღეს, სასტუმრო „პარაგრაფში" ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ამჯერად, ტრადიციული Awards 2025. წლის რჩეულების გამოსავლენად, მონაწილეობა ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა მიიღეს.  


გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით,  ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს - 50 ათასი ლარი.  




17 წლამდე ფეხბურთელთა სამეული ასე გამოიყურება ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი 1913"),  ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999").


19 წლამდე ფეხბურთელებს შორის ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძის პრემიის ლაურეატები გახდნენ საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999").


2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე გახდა.

2025 წლის საუკეთესო მსაჯად გოგა კიკაჩეიშვილი აღიარეს.

2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ღავთაძე გახდა.


ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის შემდეგ, 2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი  თეონა ბაქრაძე გახდა.


„კვარას" შესახებ, სტატიის დასაწყისში კი, მოგახსენებთ.


აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის დასაწყისში, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რიგით მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ვიმედოვნებთ, ავთანდილ ასათიანის გუნდი, რიგასა და კაუნასში გულშემატკივრისთვის სასიამოვნო შედეგს აჩვენებს. ასე, რომ ახალი წელს, ახალი იმედებით ვხვდებით.