
დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის და ქალთა ლიგის 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. სასტუმრო „პარაგრაფმა", რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორ ღონისძიებას უმასპინძლა. თავდაპირველად, ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს.
ქალთა ლიგის რჩეულთა გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. ხოლო, ეროვნული ლიგის საუკეთესოები აღნიშნულ ლიგაში მონაწილე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გამოავლინეს.
ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებულები ასე გამოყურებიან:
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - კესო მეტონიძე („რაჭა 2020")
სეზონის საუკეთესო მეკარე - თათია გაბუნია („ლანჩხუთი")
სეზონის საუკეთესო მცველი - სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო")
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ნათია დანელია („ნიკე-ლუსო")
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო")
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გაგა კირკიტაძე („ნიკე-ლუსო")
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო")
ჩვენი გვერდის მკითხველს შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ცერემონიამდე, ჩვენმა სპორტულმა ვებ-გვერდმა, რომელიც ქალთა ფეხბურთზე 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს დაწყო ყოველწლიური მედია-გამოკითხვა წლის საუკეთესოების გამოსავლენად, შესაბამისად, რიგ ნომინაციებში, ფეხბურთის სპეციალისტებისა და მედიის მოსაზრება დაემთხვა (იხილეთ დეტალურად სტატია).
რაც შეეხება ვაჟთა ჩემპიონატს, აქ, გამარჯვებული ერთით მეტ ნომინაციაში გამოავლინეს. გულშემატკივარმა სპეციალურ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლი გამოავლინა. ბევრ ლამაზ გოლს შორის კი, ჩემპიონატის მიწურულს „გაგრას" ფეხბურთელის და 1981 წლის „დინამო თბილისის" ფეხბურთელის, დავით მუჯირის შვილიშვილის დავით მუჯირის (#3) გოლი დამსახურებულად გამოარჩიეს. შვილიშვილ „მუმუს" კი, პრიზი მამამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანმა დავით მუჯირმა გადასცა. ამ აღიარებას, ბაბუა „დინამო თბილისის" ვეტერანებთან ერთად, დარბაზიდან ადევნებდა თვალს.
რაც შეეხება ეროვნული ლიგის ნომინანტებს, ცოტა უცნაურად და ალბათ, დამსახურებულადაც, ჩვენი განსხვავებული მოსაზრება, ფედერაციის რჩეულებს, რიგ ნომინაციაში კანდიდატებსაც კი, აცდენილი იყო. თუმცა, ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ. შესაბამისად, ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესოთა შესახებაც გამცნობთ:
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - ბიორნ იონსენი („ტორპედო", ქუთაისი)
სეზონის საუკეთესო მეკარე - გიორგი მაკარიძე („იბერია 1999")
სეზონის საუკეთესო მცველი - გიორგი ჯგერენაია („იბერია 1999")
სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - გიზი მამაგეიშვილი („იბერია 1999")
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - ბიორნ იონსენი („ტორპედო" ქუთაისი)
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გუგა ნერგაძე („იბერია 1999")
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ბიორნ იონსენი („ტორპედო" ქუთაისი).
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის თბილისის „ნიკე-ლუსო" გახდა, რომელიც 2026-27 წლების სეზონში უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას და შეეცდება რაც შეიძლება მეტი ეტაპი გაიაროს.
რაც შეეხებათ კაცთა გუნდებს, აქაც, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს ევროტურნირებს ქვეყნის უკვე სამგზის ჩემპიონი „იბერია 1999". საქართველოს თასის მფლობელი და ვიცე-ჩემპიონი გორის „დილა", „ტორპედო" და „დინამო თბილისი" კი, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე დაიწყებენ ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან.
საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონი, „დინამო თბილისი", რომელიც 2025 წელს ახლოს იყო, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მთავარ ბადესთან, ზედიზედ მესამე წელი დაიწყებს ამავე ტურნირზე ასპარეზობას.
ასე, რომ 2026 წელი საკმაოდ საინტერესო გველის, თუკი, რა თქმა უნდა ქართული გუნდების (კლუბების) გვერდით იქნება ქართველი ქომაგიც.
სფფ-ის ფოტო

|
|
|





ჩვენ









