
2026 წლის პირველივე თვეს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრებიც დაიწყებს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მათ შორის არის ორ-რაუნდიანი სპარინგი საუდის არაბეთის ნაკრებთან, რომლის წინააღმდეგაც ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, საუდის არაბეთთან პირველ დაპირისპირებაში კალანდაძემ საქართველოს B ნაკრები გაიყვანა მოედანზე და რამდენიმე კომბინაციაც გამოსცადა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და უპირატესობასაც დაეუფლნენ. პირველი ტაიმი 8 ბურთიანი სხვაობით, 9-17 მოიგეს. სხვაობით, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ არაბებს პირველი შეხვედრა 23-37 მოეგოთ.
ქართველთა გუნდიდან, ყველაზე შედეგიანი იყო ნიკოლოზ მამულაშვილი იყო, რომელმაც 6 გოლი გაიტანა. სამ-სამი ბურთი გაიტანეს გიორგი არეშიძემ და დავით გრიშიკაშვილმა.
საქართველოს ნაკრები: მაზანაშვილი, ლაპიაშვილი, შუბაშიშვილი (1), გურგენიძე, ხელისუფალი (1), ნ. ბოჟაძე, ხარებაშვილი (1), არეშიძე (3), ა. ბოჟაძე, ზარნაძე (1), მამულაშვილი (6), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, ბუიღლიშვილი (1), კაპანაძე (1), გრიშიკაშვილი (3), ნარიმანიძე (1), მელიავა (1), შიოშვილი (2).
ჩვენი ნაკრები მეორე სპარინგს 29 დეკემბერს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებს. ევროპის ჩეპიონატზე, მალმეში გამგზავრებამდე კი, კალანდაძის გუნდს კიდევ ორი ამხანაგური აქვს დაგეგმილი, ამჯერად ქუვეითისა და ალჟირის ნაკრებებთან.

|
|
|





ჩვენ









