
დღეს, თბილისი ჯუდოს აკადემიაში, საქართველოს ჩემპიონატის მორიგი საასპარეზო დღე იყო. ისევე, როგორ გუშინ დღეს ჩემპიონები მამაკაცთა შორის ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ჩვენი ვებ-გვერდიც იუწყებოდა და ჯუდოს ერთგულმა გულშემატკივარმაც კარგად იცის, რომ -73 კგ წონით კატეგორიაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლები გველოდა. წონაში მოასპარეზე 40-ზე მეტ მონაწილეს შორის, ფავორიტები მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ლოლაძე იქნებოდნენ. მოლოდინები გამართლდა. 1/2 ფინალში გადასასვლელად, ამ ჩამონათვალიდან ორის, ბაგრატ ნინიაშვილისა და გიორგი ჩიხელიძის გზა გადაიყარა და მედლებისკენ ნინიაშვილმა გააგრძელა ასპარეზობა. თავის მხრივ ბახბახაშვილმა, ტერაშვილმა და ლოლაძემ განაგრძეს. საბოლოოდ ამ ჩამონათვალიდან მედლები გიორგი ტერაშვილმა (ოქრო), ბაგრატ ნინიაშვილმა (ვერცხლი), გიორგი ლოლაძე (ბრინჯაო) და გოირგი ჩიხელიძემ გააგრძელეს რომელმაც რეპეშაჟიდან გააგრძელა მედლისკენ გზა და ჯერ დავით, შემდეგ კი, მიხეილ ბახბახაშვილი დაამარცხა. მხოლოდ ამ კონკურენციიდან ჩანს, რომ აღნიშნულ წონაში ლეგენდარულ ლაშა შავდათუაშვილს, საკმაოდ სოლიდური ცვლა აქვს.
-81 კგ წონით საქართველოს ჩემპიონი ჩვენს მიერ წონის ფავორიტად დაანონსებული ზაურ დვალაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში კოტე კაპანაძე დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ირაკლი ბეროშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე გახდნენ.
ხვალ, საქართველოს ჩემიონატის ბოლო საასპარეზო დღეა. მედლები სამ წონაში გათამაშდება. აქ, ცოტას გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ -90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მთავარი ფავორიტი გიორგი ჯაბნიაშვილია. საინტერესო იქნება +100კგ-ში ვინ მიაღწევს ფინალამდე, პირადად ჩვენი გვერდის ფავორიტები საბა ინანეიშვილი და გელა ზაალიშვილი არიან, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ არც შალვა გურეშიძე და არც ირაკლი დემეტრაშვილი. ზოგადად ჯუდოს მოყვარულებისთვის ამ წონაში მოასპარეზეთა თვალის დევნება საკმაოდ საინტერესო იქნება. და ბოლოს, რა თქმა უნდა მედლები -100კგ წონით კატეგორიაშიც გათამაშდება. ასე, რომ ხვალ ჯუდოს აკადემიაში წლის ბოლო საშეჯიბრო დღე, საკმაოდ საინტერესო სანახაობას გვპირდება.

|
|
|





ჩვენ









