
უკვე სრული შემადგენლობით თბილისშია საქართველოს ხელბურთს ეროვნული ნაკრები, რომელიც მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ტიტე კალანდაძის გუნდი 2026 წლის 17 იანვრიდან ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას.
მანამდე კი დღეს, სასტუმრო „პულმანში", ხელბურთის ეროვნული ფედარაციის შემაჯამებელი ყრილობა გაიმართა. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყრილობაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის ახალი ლოგოს ხილვის საშუალება ჰქონდათ. ისევე, როგორც აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებული საიუბილეო სათამაშო ფორმისა, რომლითაც ჩვენი ნაკრები მალმეში იასპარეზებს.

ჩვენი გვერდი, ეროვნული ნაკრების მზადებას მომავალ სტატიებში დაუბრუნდება. მანამდე კი, დღეს, ხელბურთის ფედერაციის მესვეურებმა წელი შეაფასეს. ფედერაციის პრეზიდენტის, ტარიელ მეიფარიანის გამოსვლისას აღინიშნა, რომ 2025 წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მისთვის ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გახდა „კარპატების თასის" გამარჯვებული, ასევე ამავე გათამაშების ვერცხლის მედალოსანი. ამას გარდა, წელს პირველად, თელავში ჩატარდა 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი. გოგონათა ნაკრებმა ამავე ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზა ერთა თასზე (პრიშტინა, კოსოვო), ხოლო 16-წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ესპანეთში, ბორდილსის წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილები დაიკავეს.
და ბოლოს კიდევ ერთი დეტალი, დღევანდელი ყრილობიდან - ლეგენდარულ ხელბურთელ ალექსანდრე ანპილოგოვს, რომელიც უკანასკნელი წლებია უცხოეთში ცხოვრობს, საზეიმო ვითარებაში დღე, საქართველოს პასპორტი გადასცეს. მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა.


|
|
|





ჩვენ









