ჯუდოს აკადემიაში დღეს კიდევ ორი ჩემპიონი გამოვლინდა
ჯუდოს აკადემიაში დღეს კიდევ ორი ჩემპიონი გამოვლინდა
26.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ჯუდოს აკადემიაში დღეს საქართველოს 2025 წლის ბოლო შეჯიბრში, საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობა კაცებმა დაიწყეს.  26 დეკემბერს, მედლები ორი კომპლექტი გათამაშდა -60 კგ და -66 კგ წონითი კატეგორიაში. აღნიშნულ წონებში დღეს, ყველაზე გამორჩეული თემურ ნოზაძე იყო და ბევრიც -66 კგ წონაში, შესაძლოა ოქროს მედალს სწორედ, ნოზაძეს უქადდა, თუმცა, ნოზაძე, ბადიდან გადასასვლელ ბრძოლაში თორნიკე მაზიაშვილთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აქ, ტიტულოვანმა ჯუდოკამ იუკოთი მოახერხა ჯერ გიორგი მასურაშვილის, შემდეგ დავით კევლიშვილის დამარცხება და რეპეშაჟის ფინალში გავიდა სადაც, ვახტანგ ჯაფარიძე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


საქართველოს ჩემპიონი აღნიშნულ წონაში ლაშა ნადირაძე გახდა, ვერცხლი თორნიკე მაზიაშვილმა მოიგო, კიდევ ერთი ბრინჯაოს მფლობელი კი, ლუკა საგანელიძე გახდა.


რაც შეეხევა -60 კგ წონით კატეგორიას აქ მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოქრო - მათე გოგობერიშვილი („ჩემპიონი")

ვერცხლი - ლუკა გადელია („შავი ზღვა")

ბრინჯაო - გიორგი ნასყიდაშვილი („ხაშური") და გიორგი ჩანქსელიანი („ლენტეხი")


ხვალ, საქართველოს ჩემპიონატზე მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება, -73 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ალბათ, ფავორიტები მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ტერაშვილი და გიორგი ჩიხელიძე იქნებიან, თუმცა, ტიტულის მოსაპოვებლად, საკმაოდ დაძაბული დღის გადალახვა მოუწევთ.


-81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილი ალბათ, ტონუსის მიმცემი იქნება და მედლების მაძიებელთა მთავარი ფავორიტი.