საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დეკემბრის შეკრება დაასრულა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დეკემბრის შეკრება დაასრულა
24.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ერევანში შეკრება დაასრულა. ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, ავთანდილ ასათიანის გუნდმა საწვრთნელი შეკრების ბოლო ფაზა გაიარა. საქართველოს ნაკრებმა დაგეგმილი სამი შეხვედრიდან, მართალია, მხოლოდ ორი გამართა, თუმცა, დიდი ალბათობით, ის დავალებები, რომლებიც  საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა სომხეთთან მატჩით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ორი სპარინგი გამართა, ერთში იმარჯვა 5-1, მეორეში კი, დღეს დამარცხდა.


მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარში მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 20'48" ირაკლი თოდუას გადაცემის შემდეგ გირგი ჩიმაკაძემ გახსნა. თუმცა სომხებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა, შემდეგ კი, კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს და 3-1 გაიმარჯვეს. შესაბამისად, საკუთარ კედლებში გამართული ტურნირის გამარჯვებულებიც ისინი გახდნენ.


თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ავთანდილ ასათიანის გუნდისთვის დეკემბრის თვეში გამართული შეხვედრები, სხვა დატვირთვას ატარებდა. შესაბამისად, თუ როგორც მოახერხა და რა დარჩა გამოსასწორებელი საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატამდე, შევეცდებით, ავთანდილ ასათიანთან, საქართველოში გუნდის დაბრუნების შემდეგ გავარკვიოთ.


შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 21 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. ჩვენი ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს და ლატვიასთან, ხორვატიასთან და საფრანგეთთან დაპირისპირებაში შეეცდება ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლას.


აქვე, ჩვენი ნაკრების თამაშების განრიგსაც შეგახსენებთ:

21 იანვარი / ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი / ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი / საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)