ავარიას მონტენეგროს მთებში გერმანელი ფეხბურთელი ემსხვერპლა
ავარიას მონტენეგროს მთებში გერმანელი ფეხბურთელი ემსხვერპლა
24.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გერმანელი ფეხბურთელი სებასტიან ჰერტნერი 21 დეკემბერს მონტენეგროს სამთო კურორტზე Savin Kuk-ში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა.


34 წლის გერმანელი ფეხბურთელი დასასვენებლად სამთო კურორტს სტუმრობდა და საბაგიროთი ცოლთან ერთად მგზავრობდა, რა დროსაც ფეხბურთელის სავარძლის წინ მდებარე სავარძელი დაზიანდა და უკან მდებარე სებასტიანისას დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ფეხბურთელი 70 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.


Savin Kuk-ში დატრიალებული ამ ტრაგედიის მოწმე ფეხბურთელის ცოლი იყო, რომელიც ინციდენტს შემთხვევით გადაურჩა. სამაშველო ჯგუფებმა, მისი საბაგიროს სავარძლიდან ჩამოხსნა მხოლოდ, რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. ჰერტნერის მეუღლეს, რომელიც ჯერ ისე შოკურ მდგომარეობაში არის, ფეხი აქვს მოტეხილი.  


ჰერტნერი იყო საფეხბურთო კლუბის „შტუტგარტის" აღზრდილი და თამაშობდა გერმანიის 18 და 19 წლამდე ასაკობრივ ნაკრებებშიც. ფეხბურთელი სხვადასხვა წლებში ასპარეზობდა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სადაც 95, ხოლო მესამე ბუნდესლიგაში 122 მატჩი აქვს ჩატარებული. სულ ბოლოს, ფეხბურთელი ETSV Hamburg-ის რიგებში ირიცხებოდა.