კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სისტემას ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა
კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სისტემას ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა
22.12.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ SGS-მა, სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სისტემას ხარისხის სერტიფიკატი მიანიჭა.

მინიჭებული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და, კერძოდ, მისი ლიცენზირებისა და მონიტორინგის ორგანოები მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ კლუბების ლიცენზირება.

აუდიტორული კომპანია SGS, უეფას დაკვეთით, ყოველწლიურად ახორციელებს ხარისხის აუდიტს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.