ქართული ლეგიონიდან დღეს ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა
ქართული ლეგიონიდან დღეს ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა
21.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში დღეს, „ფიორენტინამ" „უდინეზეს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმართა გუნდის მეკარემ მადუკს ოკოიემ, წითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად, უდინელებს იძულებითი ცვლილებების გაკეთება და თამაშის მონახაზის შეცვლა საწყის წუთებზევე მოუხდა. პირველი ტაიმის შემდეგ, „ფიორენტინამ" 3-0 მოიგო. საბა გოგლიჩიძე, „უდინეზეს შემადგენლობაში იყო, თუმცა, სათამაშო დრო არ მისცემია. „უდინეზე" 21 ქულით მე-11 ადგილზეა.


ამავე ტურში, „სასუოლო" საშინაო შეხვედრაში დამარცხდა „ტორინოსთან" 0-1. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ტორინოელთა რიგებში გამოჩნდა საბა საზონოვი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მცველს არ უთამაშია, თავად ფაქტი, რომ საბა შემადგენლობაში იყო, უკვე მისასალმებელი. ამ მომენტისთვის „ტორინო", 20 ქულით, მე-12 ადგილზეა.


გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" მე-17 ტურში „ჰანოვერს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩატარა. ანგარიში კი, მე-19 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ამის შემდეგ, მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე კი დაწინაურდნენ კიდეც. ამის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ლოჩოს" გუნდი 22 ქულით მე-8 ადგილზეა.


ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" „ბარსელონას" უმასპინძლა და 0-2 დაამარცხა. ანგარიში მე-12 წუთზე პენალტით რაფინიამ გახსნა. 39-ე წუთზე კი, ჟორჟის თანაგუნდელები 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ. 63-ე წუთზე, ლამინ იამალმა მასპინძელთა კარში დარტყმის მესამე მცდელობისას, როდესაც ბურთი კონკრეტულად მას მიუვიდა გამოიყენა და ყვითელი წყალქვეშა ნავის კარში მეორე ბურთი გაუტანა. ჟორჟი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა და გამოსვლისთანავე საჯარიმოში წააქციეს, თუმცა, პენალტი არ დაინიშნა. კიდევ ერთ მომენტში ჟორჟის დარტყმული 76-ე წუთზე ხოსე გარსიამ მოიგერია, რამდენიმე წამში, დამატებაზე, კვლავ „ბომბარდირის" დარტყმული ბურთი კი, მცირე მანძილით ასცდა კატალონიელთა კარს. „ბარსელონამ" 0-2 მოიგო და 46 ქულით, სატურნირო ცხრილს ლიდერობს. რაც შეეხება „ვილიარეალს", ის, 35 ქულით მე-4 ადგილზეა.  


საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში, გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცის" შემდეგ, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა პსჟ-ც, რომელმაც „ფონტენე" 0-4 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" კი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მორიგი გოლი, ამჯერად 11-მეტრიანით გაიტანა, მაინც წააგო 2-1. საფრანგეთის თასის 1/16 ფინალები 10 იანვარს არის დაგეგმილი.


პორტუგალიის ლიგის მე-15 ტურში „ეშტორილმა" საშინაო შეხვედრაში „ბრაგას" უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. ნოდარ ლომინაძე სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდა. ქართველის გუნდს 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.


შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-19 ტურში, გაბრიელ სიგუას „ლოზანამ" „ლუცერნი" მიიღო და დიდი ანგარიშით 0-4 დამარცხდა. როგორც ჩანს „სიგუს" და მის გუნდს, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე გამართული უმნიშვნელოვანესი თამაშის შემდეგ ძალების აღსადგენად დრო არ ეყოთ. რაც შეეხება ქართველს, სიგუამ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. მე-19 ტურის დასრულებისას და „ლუცერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ, „ლოზანამ" „ლუცერნის" მსგავსად 21 ქულა დააგროვა, ამასთან ერთი თამაშით ნაკრები აქვს, თუმცა, სატურნირო ცხრილში, დროებით ადგილი მაინც გაუცვალა. 


ქართველი ლეგიონერებისთვის მომავალი კვირიდან მოკლე საშობაო არდადეგები დგება. ასე, რომ მათ თამაშებს, ამ არდადეგების შემდეგ დავუბრუნდებით.