
მალე ქართული საფეხბურთო ლეგიონი საშობაო არდადეგებზე შეისვენებს, თუმცა მანამდე, რიგ ქვეყნებში გამართული თამაშების შესახებ, რომელშიც ჩვენმა, ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.
საფრანგეთის თასის 2025-26 წლების სეზონის 1/32 ფინალში გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცი", გასვლაზე „ბიშაიმის" დაუპირისპირდა და 0-3 გაიმარჯვა. ქართველების გუნდმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე გოლი გაიტანა, 65-ე წუთზე კი უკვე სამი გოლის სხვაობით იწყებდა. წიტაიშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 68-ე წუთზე შეცვალეს. აბულაშვილი კი, მოედანზე, 71-ე წუთზე შევიდა.
სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 76-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის „უოტფორდმაც" ინგლისის ჩემპიონშიპის 22-ე ტურში „სტოკ სიტი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. „ჩაკვემ" საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა. „უოტფორდს" კი, 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, რომელშიც ფლეი-ოფში მოსახვედრად გუნდები საკმაოდ მჭიდროდ არიან განლაგებული, მე-10 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-17 ტურის შეხვედრა გამართა გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ", რომელმაც „სპეციას" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 84 წუთი დაჰყო. 17 ტურის შემდეგ „ფროზინონეს 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.
კვიპროსის ლიგის მე-15 ტურში, გიორგი ქვილითაიას „არისმა" „ომონია არადიპუს" უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა. ანგარიში მე-13 წუთზე 11-მეტრიანით ქართველმა გახსნა, რომელმაც ამჯერად, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. 15 ტურის შემდეგ, „არისს" 30 ქულა აქვს და ტურის დასრულებამდე, მე-3 ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა" ასევე ფრედ, მხოლოდ 0-0 ითამაშა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან". ქართველი მწვრთნელი გუნდს 14 ქულა აქვს და კვიპროსის ლიგის გასავარდნ ზონაში ბოლოდან მესამე ადგილზეა.
ფრედ, 1-1 ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა" საშინაო შეხვედრა „აინტრახტთან". ქართველმა სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მას, სათამაშოდ მხოლოდ ძირითადი დროის 2 წუთი და მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მისცეს. ბუნდესლიგის მ-15 ტურის ამ შეხვედრაში, გოლები პირველ ტაიმში გავიდა. „გოჩოლას" გუნდი კი, სატურნირო ცხრილში 16 ქულით, მე-13 ადგილზეა.
დღევანდელი „გიორგობა" კი, ქართველი ლეგიონერებისთვის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მ-16 ტურით დაიწყო. გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ", რომელიც ამ ტურის დასრულებამდე 28 ქულით მე-3 ადგილზეა ფრედ, 0-0 ითამაშა „იმიშლისთან". აღსანიშნავია, რომ „პაპუნას" გუნდმა შეხვედრის დაწყებიდან მალე გოლი გაიტანა, თუმცა, VAR-მა ცოტა მოგვიანებით პირველადი გადაწყვეტილება შეცვალა და გოლიც გააუქმა. რაც შეეხება ქართველს, პაპუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა და გუნდში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

|
|
|





ჩვენ








