სიგუას გოლი და ქართველი მსაჯების 9 ყვითელი კონფერენს ლიგის მე-6 ტურში
სიგუას გოლი და ქართველი მსაჯების 9 ყვითელი კონფერენს ლიგის მე-6 ტურში
19.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე დღეს ქართველების კლუბებმა ლიგის ფაზის მორიგი, მე-6 ტურის შეხვედრები გამართეს. გათამაშების მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება დონეცკის „შახტარმა" კი გაინაღდა, თუმცა, იმის დიდი ალბათობა, რომ ახალი წლიდან კლუბს ირაკლი აზაროვი დატოვებს არის. გათამაშების ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა გაბრიელ სიგუას შვეიცარიულმა „ლოზანამ" სადაც, თითქმის შვეიცარიული საათივით დაიწყო მოქმედება 20 წლის ქართველმა ლეგიონერმა.


გაბრიელ სიგუას „ლოზანამ", უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-6 ტურში, Stade de la Tuilière-ზე „ფიორენტინა" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი, რომელიც ამ შეხვედრაში ქართველმა გაიტანა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ გუნდს მოეგო, თან ისე, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლა გაენაღდებინა. აღსანიშნავია, რომ მშვიდი პირველი ტაიმის შემდეგ, შვეიცარიელები მეორე ტაიმში ახალი ენერგიით გამოვიდნენ, 58-ე წუთზე კი, კანა-ბიიკის გადაცემის შემდეგ, „სიგუმ" აუღელვებლად დასწრებაზე კარგად ითამაშა თავით და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. შესაბამისად, 16 იანვარს, როდესაც კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის წილისყრა გაიმართება, გაბრიელის გუნდი, ამ ეტაპზე მონაწილე 16 გუნდს შორის ყველაზე მაღალ, მე-9 ადგილზე, განთესილ გუნდებს შორის მოხვდება და საპასუხო შეხვედრას სახლში გამართავს. თამაშები კი, 2026 წლის 19 და 26 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება სიგუას, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 71-ე წუთზე შეცვალეს.



ლიგის ფაზის ეტაპი მე-6 ადგილზე დაამთავრა დონეცკის „შახტარმა", რომელმაც, ამ დღეს, ხორვატულ „რიეკასთან" ირაკლი აზაროვისთვის კარგად ნაცნობ სტადიონზე ფრედ, 0-0 ითამაშა. არდა თურანს ქართველი განაცხადში ჰყავდა, თუმცა, „აზარა" სათამაშოდ არ შესულა.


ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია" გასვლით მატჩში, ათენში „აეკს" დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში, 3-2 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის მსაჯის მიერ, თამაშისთვის კომპენსირებული დროის მე-6 წუთზე შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის მე-60 წუთისთვის ქართველის გუნდი წინ იყო, 0-2, მასპინძლებმა 65-ე წუთზე გაათანაბრეს. მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებული დროის მე-8 და მე-14 წუთებზე კი ორი გოლი, აქედან ბოლო პენალტით (!) გაიტანეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს. ამას გარდა, რუმინელებს, მათ კარში დადებული პენალტის გარდა, ფეხბურთელიც გაუგდეს. ზოგადად, ამ შეხვედრაში ქართველ მსაჯთა ბრიგადას (გიორგი ყრუაშვილი, ლევან ვარამიშვილი, გიორგი ელიკაშვილი, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი, VAR-ის ასისტენტი ალეკო აფციაური) 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა.


ევროტურნირებს მიღმა დარჩა გურამ კაშიას „სლოვანიც". ბრატისლავურმა კლუბმა 6 ქულით, 29-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. მე-6 ტურში ქართველი ლეგიონერის გუნდი საშინაო შეხვედრაში შვედურ „ჰაკენის" დაუპირისპირდა და 85-ე წუთზე, ცეზარ ბლექმენი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით გატანილი გოლით გაიმარჯვა. თუმცა, შეხვედრა, რომელშიც სლოვაკური გუნდის კაპიტანი ქართველი იყო და „სლოვანმაც" 1-0 მოიგო, არ გამოდგა საკმარისი, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.



ფოტოები: (c) "ლოზანა" / "სლოვანი"