
საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის 11 იანვრიდან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ქართველთა გუნდი, რომელიც კონტინენტის მთავარ ფორუმზე, 2014 წლიდან ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს, ფინალური თამაშებისთვის უკვე ინტენსიურად ემზადება.
„11 იანვარს ვიწყებთ ზედიზედ მე-7 ჩემპიონატს ჩვენი ნაკრებისთვის. ევროპის ჩემპიონატისთვის ინტენსიური მზადება მიმდინარეობს და წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეკრებები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, 11 იანვარს გუნდი იქნება ოპტიმალურად მომზადებული და იდეალურ ფორმაში", - ამბობს ანდრო ბითაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საწყლოსნო სპორტის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.
ახლი წლის მეორე კვირას, უკვე მეექვსედ მთავარი ტროფეისთვის, სერბეთში 16 გუნდი დაიწყებს ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ 8 ნაკრებმა, მათ შორის სერბეთმა, ევროპის 2024 წლის შედეგების მიხედვით, პირდაპირი წესით მოიპოვა ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა. რაც შეეხება სხვა ნაკრებებს, 8 გუნდი, ევრო საკვალიფიკაციო ტურნირების შემდეგ შეირჩა. ამ გადმოსახედიდან საინტერესოა, რომ გერმანიის ნაკრებმა პირველად ვერ მოახერხა საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა, თურქეთმა კი, 6 წლის შემდეგ, ფინალური ეტაპის საგზური კვლავ მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენებმა, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა ზედიზედ მე-7-ედ მოიპოვეს.
„მაღალ ინტენსიურ მომზადებას გავდივართ. ბიჭები მოტივირებულები არიან, რომ ამ ევროპაზე, ვაჩვენოთ კარგი შედეგი. ფორმატი, თვითონ ამ ევროპის ჩემპიონატის შეცვლილია, არის ორი ჯგუფური ეტაპი, ამოღებულია ¼ ფინალები. ასე რომ ჯგუფში ყველა მოგებას და ყველა ქულას, დამატებითი მნიშვნელობა ექნება. შევეცდებით მაქსიმალური გავაკეთოთ და გავიდეთ რვა საუკეთესო გუნდში", - ამბობს ნიკა შუშიაშვილი.
ბერძენი სპეციალისტის, საკის კეჩაგიასის ხელმძღვანელობით, დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ორი დღის მანძილზე ივარჯიშებს, შემდეგ კი, ამხანაგურ სპარინგს გამართავს. მონტენეგროში გამგზავრებამდე, ჩვენი ნაკრები თბილისში, „ოლიმპიკის" საცურაო კომპლექსი 7 დეკემბრიდან შეიკრიბა. კეჩაგიასის განკარგულებაში, ყველა სასურველი კანდიდატია და რაც მთავარია, წყალბურთელები ჯანმრთელად არიან.
„ამაზე კარგი გარემო გუნდში, მოთამაშეებს შორის, როგორც მოტივაციის მხრივ, როგორც მოთამაშეებს ასევე მწვრთნელებთან აქამდე არ ყოფილა. ეს ძალიან გვიხარია, რადგან ერთობლივი ძალისხმევით ხდება ეს ყველაფერი და შესაბამისად, მოლოდინიც და ამბიციებიც დიდი გვაქვს. რა თქმა უნდა რვა გუნდში გვინდა შესვლა, იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ და წინ და წინ წავიდეთ. მზადებაც, ამისთვის მიდის", - ამბობს რევაზ იმნაიშვილი, ნაკრების კაპიტანი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 10-დან 25 იანვრის ჩათვლით, ბელგრადი, წყალბურთში ევროპის ჩეპიონატს უმასპინძლებს. რიგით 37-ე ჩემპიონატს თავის მხრივ, ევროპულ კონტინენტზე სპორტის ამ სახეობის პირველობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. შეგახსენებთ, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი არის ესპანეთის ნაკრები, რომელმაც 2024 წელს ზაგრებში ხორვატიის ნაკრებს ერთი ბურთით, 11-10 მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნის, სერბეთი და კერძოდ, ბელგრადი მესამედ უმასპინძლებს. ამასთან, საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ტიტულისთვის, მეორედ, პარალელურად ქალთა და კაცთა ნაკრებები ბუნებრივია, დამოუკიდებელ ტურნირებში იბრძოლებენ. ამას გარდა 2025 წლის მარტში ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ევრო 2026 ახალი ფორმატით ჩატარდება.
ევროპის ჩეპიონატის შედეგებით განისაზღვრება 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპული „ევროპული წარმომადგენლობა", თუმცა, ისევე, როგორც იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიბევებენ ადგილს.
ფოტო: სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაცია

|
|
|





ჩვენ








