
15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ჯუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) 2025 წლის საუკეთესო ჯუდოკების და სპორტის ამ სახეობაში, მნიშვნელოვანი მოვლენების გამოსავლენად გულშემატკივრის გამოკითხვას აწარმოებს. თავიდანვე გეტყვით, რომ წლის საუკეთესო ქალი ჯუდოკას ტიტულისთვის ჩვენი ეთერ ლიპარტელიანი იბრძვის, რომელმაც 2025 წელს ქართული გუნდიდან ერთმა მოახერხა მსოფლიო ჩემპიონობა. ამასთან, იმავე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2025 წლის ივნისში ბუდაპეშტში გაიმართა, ქართველმა ჯუდოკა ქალმა დუბლიც გაიფორმა, როდესაც შერეულ გუნდურ შეჯიბრშიც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
გულშემატკივართა გამოკითხვის მიხედვით, ხმის მიცემა მსურველს შეუძლია მითითებულ ვადებში ერთხელ და მას შემდეგ რაც დააფიქსირებ შედეგს, მათი შეცვლა აღარ იქნება შესაძლებელი. ასე, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, ყურადღებით დააკვირდით ვის აძლევთ ხმას. საუკეთესოებს 59 კანდიდატს შორის 8 სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენენ. აქ ჩვენ გთავაზობთ კატეგორიებს და ყურადღებას გიმახვილებთ ნომინაციებზე, სადაც ქართველები ფიგურირებენ.
ჯუდო ბავშვებისთვის წლის პროექტი (Judo for Children Project of the Yea)- პირველობისთვის 7 პროექტი იბრძვის;
ჯუდო მშვიდობისთვის წლის პროექტი (Judo for Peace Project of the Year) - პირველობისთვის 5 პროქტი იბრძვის;
2025 წლის მომენტი (Moment of the Year) - ეთერ ლიპარტელიანი (პირველი ქართველიო მსოფლიო ჩემპიონი ქალი) და კიდევ 4 კანდიდატი;
წლის სამწვრთნელო მიღწევა (Coaching Achievement of the Year) - საქართველოს სამწვრთნელო გუნდი, მსოფლიო ჩემპიონი შერეულ გუნდურ შეჯიბრში და კიდევ სხვა 4 კანდიდატია;
ამომავალი ვარსკვლავი (Rising Star of the Year) - აქ საქართველოს წარმომადგენელი არ არის, თუმცა, არის ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ირაკლი გოგინაშვილი (მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი);
2025 წლის საუკეთესო ქალი ჯუდოკა (Female Judoka of the Year)- ეთერ ლიპარტელიანი და კიდევ, 6 სხვა კანდიდატი
2025 წლის საუკეთესო კაცი ჯუდოკა (Male Judoka of the Year) - პირველობისთვის იბრძვის 7 კანდიდატი
2025 წლის იპონი (Ippon of the Year) - საერთო ჯამში, გულშემატკივრის არჩევანზე 18 იპონია გამოტანილი, რომელთა შორის არიე ეთერ ლიპარტელიანის, ლაშა შავდათუაშვილისა და გურამ თუშიშვილის იპონები.
როგორც ხედავთ, რვიდან ოთხ ნომინაციაში, ქართველებს გამარჯვების შანსი აქვთ, ასე, რომ ახლა ყველაფერი ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ხმას ვაძლევთ ერთხელ, მითითებულ ბმულზე.
2025 წლის სეზონის გამოკითხვის გამარჯვებულებს, IJF-ი ტრადიციულად პარიზში, ჯუდოს პარიზის 2026 წლის გრანს სლემის მსვლელობისას გამოავლენს.

|
|
|





ჩვენ








