
დღეს საგურამოში საბოლოოდ გაირკვა, თუ 2026 წლის საფეხბურთო სეზონში, რომელი გუნდები ითამაშებენ ლიგა 2-ში, რომლიც დასრულებულ სეზონში საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. 2026 წლიდან კი, ამ ლიგას „შესვენების" შემდეგ, „არაგვი" და „შტურმი" დაუბრუნდნენ. მათთან ერთად კი, ეროვნულ ლიგა 2-ში მომავალ სეზონს ორი დებიუტანტი „გორი" და „ოდიში 1919"-იც იასპარეზებენ. საინტერესოა, რომ 2016 წლის მეორე ლიგაში „ოდიში 1919"-ს უასპარეზია, თუმცა, ახალი ფორმატის ტურნირში, იმ თარიღიდან 10 წლის შემდეგ, ზუგდიდელები ეროვნულ ლიგა 2-შია იასპარეზებენ.
რადგან „ოდიში 1919" ვახსენეთ, უნდა ვთქვათ, რომ ზუგდიდელებმა ორი შეხვედრის ჯამში, თბილისის „იბერია 1999"-ის მეორე გუნდი, ფლეი-აუთის ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში 4-3 (2-2, 2-1) დაამარცხეს და ლიგა 2-ში თამაშის უფლება მოიპოვეს. ბუნებრივია, საშინაო კედლები, თამაში კი, განმუხურში ჩატარდა, მეგრულ გუნდს მცირე, მაგრამ უპირატესობას აძლევდა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მე-60 წუთზე აიატულე აკონდომ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი, ოთარ კვერნაძემ 11-მეტრიანით, „ოდიში 1919" ორი ბურთიანი სხვაობით დააწინაურა. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამშიც, ზუგდიდელები ორი ბურთით დაწინაურდნენ, 4-2. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მე-4 წუთზე, ნიკა დადიანმა გაიტანა და თბილისელებს თამაშის დამატებით დროში გადაყვანის შანსი მისცა, მითუმეტეს, რომ დამატებული დრო, 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. თუმცა, „იბერია 1999"-ის მეორე გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და მომავა სეზონში, ლიგა 2-დან, მესამე ლიგაში დაქვეითებულ, „გონიოსა" და „დინამო თბილისი 2"-ის გუნდებს შეუერთდა.
საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული გამოდგა დაპირისპირება საგურამოში, სადაც ტრადიციული ქართული კლუბი „ლოკომოტივი" ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად „არაგვს" უპირისპირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი, 11 დეკემბერს, გასვლაზე „ლოკომოტივმა" 2-3 მოიგო. შესაბამისად, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრისას საშინაო კედლებში მცირე უპირატესობა მასპინძლების მხარეს ყოფილიყო და რეალურად პირველ ტაიმში ასეც იყო, ვიდრე, 29-ე წუთზე გიორგი ჯანელიძემ დავით გაბისონიას გადაცემით ამ შეხვედრაში ანგარიში არ გახსნა და ორი შეხვედრის ჯამში, არ გაათანაბრა, 3-3. შეხვედრის მიწურულს, „ლოკოს" ჰქონდა ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა და ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება, თუმცა თბილისელებმა ეს ვერ მოახერხეს. შესაბამისად, გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებითი დრო გახდა საჭირო. აქ კი, შეხვედრამ საკმაოდ უხეში ხასიათი მიიღო. რეალურად ამის პირველი ნიშნები, მეორე ტაიმის მიწურულს უკვე ნათელი იყო. საერთო ჯამში, 14 ყვითელი ბარათი უჩვენა, აქედან 10, რომელთაგანაც ერთი „გაწითლდა" სტუმარი გუნდის ფეხბურთელებმა დაიმსახურეს და თამაში კაცნაკლულებმაც დაასრულეს. თუმცა, „ლოკომოტივმა" ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და გამარჯვებულის ბედი, 11-მეტრიანების სერიამ გამოავლინა. პენალტების სერიის დასრულება სანდრო შაშიაშვილს შეეძლო, თუმცა, ლოკომოტიველმა მნიშვნელობანი პენალტი გააცუდა. სერიაში მე-18 11-მეტრიანი კი, ცუდად დაარტყა ლაშა კალანდაძემ, „არაგვის" მეკარემ გურამ ჩიკამუამ კი, მისი აღება მოახერხა და დუშეთის კლუბი, ლიგა 2-ში დააბრუნა.

|
|
|





ჩვენ








