
ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის მიუხედავად, საქართველოში მეტ-ნაკლებად თბილის ამინდებია, ზამთრის სახეობების ქართველი წარმომადგენლები, ოლიმპიადაზე მოსახვედრად თავს არ ზოგავენ.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს სკი კროსის ნაკრების წევრი დავით თედიაშვილი ამჟამად, ევროპაში იმყოფება და ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძვის.
დავითი მსოფლიო რეიტინგის პირველ ასეულშია, მაგრამ ზამთრის ოლიმპიადაზე მოსახვედრად, ქართველმა მსოფლიო თასის ეტაპის საუკეთესოთა 30-ეულში უნდა შეძლოს მოხვედრა.
მიმდინარე წლის ნოემბერში დავითმა, ავსტრიის კურორტ პიცტალში FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებებზე იასპარეზა და 26-ე და 28-ე ადგილები დაიკავა, რითაც გაიმყარა თავისი პოზიცია მსოფლიო რეიტინგში. ამის შემდეგ, 9-10 დეკემბერს კი, საფრანგეთის კურორტ ვალტორენსში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებზე, დავითმა სამწუხაროდ, კვალიფიკაცია ვერ გაირა.
ამჟამად, ქართველი შვეიცარიაში იმყოფება, სადაც კურორტ აროზაში 15-16 დეკემბერს მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. მოგვიანებით, 19-21 დეკემბერს კი, თედიაშვილი, იტალიის კურორტ ინიჩენში გადაინაცვლებს და უკვე იქ შეეცდება ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას.
ფოტო: საქართველოს სათხილამურო ფედერაცია

|
|
|





ჩვენ








