
ქართული ლეგიონის იმ ხუთეულიდან, რომლებიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ლიგის ფაზაზე ასპარეზობენ, მე-6 ტურის პირველ სათამაშო დღეს მხოლოდ, გიორგი ზარიამ ითამაშა. ქართველის ყაზახურმა „კაირატმა" ბრძნული „ოლიმპიაკოსი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და საშუალო მატჩი ჩაატარა. ზარია პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 0-0 დასრულდა შეცვალეს. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, მეორე ტაიმში, 73-ე წუთზე გავიდა და ზარია გუნდის მეკარის, 22 წლის თემირლან ანარბეკოვის წამიერ შეცდომას, მოჰყვა. არადა, ალმათელთა მეკარე ორივე გუნდში გამორჩეული იყო, ყველაზე მაღლი შეფასებაც დაიმსახურა და ალბათ, რომ არა ის, ანგარიში ბევრად დიდი იქნებოდა. 6 სათამაშო ტურის შემდეგ, გიორგი ზარიას გუნდს, 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე, ნიდერლანდური „აიაქსის" წინაა ჯერ-ჯერობით განთავსებული.
მეორე გიორგის, ქოჩორაშვილის გარეშე წააგო პორტუგალიურმა „სპორტინგმა" ალიან არენაზე „ბაიერნის" წინააღმდეგ შეხვედრა, რომელშიც ანგარიში პირველმა გახსნა, თუმცა, რეალურად ეს გოლიც გერმანელებმა ჩაჭრეს კარში, კერძოდ, 54-ე წუთზე კიმიხმა. ამ მომენტიდან მალევე, 65-ე წუთზე გნაბრიმ ანგარიში გაათანაბრა. კიდევ ოთხ წუთში, კარლის (69') გოლის შემდეგ კი, რეკორდმაისტერი უკვე წინ იყო ანგარიშში. 77-ე წუთზე ამ შეხვედრაში „სპორტინგის" კარში ტაჰიმ მესამედ გაიტანა. „ქოჩორა" კი, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო, მოედანზე არ შემოსულა. ასე, რომ „სპორტინგმა", ქართველის გარეშე 3-1 წააგო და ცხრილში, 10 ქულით, მე-11 ადგილზე ჩაინაცვლა.
სათადარიგო შემადგენლობაში იყო, ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის „ლივერპულმაც" დღეს, მილანში „ინეტრის" წინააღმდეგ ითამაშა. ორ მომენტში (როდესაც მერსისაიდელებმა გოლი გაიტანეს, მეორეში კი, ხელით ითამაშეს) VAR-ის ჩართულობის შემდეგ, გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ამ შეხვედრაში, როგორც გაირკვა, მთავარი მოქმედი პირი მაინც VAR-ი გახდა, რომელმაც 87-ე წუთზე, „ინტერის" კარში პენალტი დანიშნა, გოლი კი, სობოსლაიმ, 88-ე წუთზე გაიტანა და „მამარდას" გუნდს, საჭირო 3 ქულა მოუტანა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, „ლივერპული" 12 ქულით მე-8 ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ მერსისაიდელებმა, „ინტერის" საშინაო კედლებში ჩემპიონთა ლიგაზე, სამწლიანი წაუგებელი მატჩების სერია, დღეს შეწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მარათონში კიდევ ერთი გიორგის, ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი" ჩაერთვება და თბილისის დროით 21:45 საათზე „კოპენჰაგენს" უმასპინძლებს. მე-6 სათამაშო დღეს კი, თბილისის დროით 00:00 საათზე, ბილბაოს „ატლეტიკო", ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლებს. ასე რომ ხვალ, ჩვენ, ქართული გოლების მოლოდინში ვართ.

|
|
|





ჩვენ








