ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში წონის ლიდერია
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში წონის ლიდერია
08.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჯუდოკათა ნაწილი, ძირითადად მთავარი შემადგენლობა, იაპონიიდან საქართველოში 20 დეკემბერს დაბრუნდება. ჩვენი გვერდის ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენები, ამ ეტაზე ტოკიოს გრან სლემის დასრულების შემდეგ, იაპონიაში დარჩნენ და იქ გადიან საწვრთნელ პროცესს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნების შემდეგ, წლის გუნდად, სწორედ 2025 წლის ივნისში, შერეულ გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს დაასახელებენ წლის გუნდად. ამ გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეთერ ლიპარტელიანი კი, ჩვენი, ერთ-ერთი ყოველდღიური სპორტული ონლაინ-გამოცემის ვერსიით,  წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად უნდა დასახელდეს.


2025 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, პირველმა ქართველმა ქალმა მსოფლიო ჩემპიონმა ჯუდოში წელს მოიგო თბილისის გრან სლემი, რამდენიმე დღის წინ, მესამე იყო ტოკიოს გრან სლემზე, გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი, როგორც პირად, ასევე შერეულ გუნდურ ჩათვლაში.


ამას გარდა, მაშინ როდესაც ჩვენმა ბიჭებმა ცოტა „ამოსუნთქვა" და შესვენება გადაწყვიტეს  და შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგში ოდნავ პოზიციები დათმეს, ეთერ ლიპარტელიანი -57 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა. ქართველმა ჯუდოკა ქალმა 5751 ქულა დააგროვა (მხოლოდ მიმდინარე სეზონში 2000 სარეიტინგო ქულა) და მსოფლიო რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფ იაპონელ მომო ტამაოკის 671 ქულით გადაასწრო (იხილეთ რეიტინგის სრული ცხრილი).