სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
08.12.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ნომერი პირველი მოფარიკავე ოფიციალურად, მსოფლიოს რეიტინგის ნომერი პირველი ხმლით მოფარიკავეა. FIE-მ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი, რომელსაც ჩვენი, სანდრო ბაზაძე 225.000 ქულით ლიდერობს (იხილეთ რეიტინგი).


საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ცნობით, ეს არის ისტორიული მიღწევა, რომელმაც ქართული ფარიკაობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. რაც შეეხება სანდროს, მისი საოცარი სტაბილურობა, ტექნიკა, მენტალური ძალა და დაუღალავი შრომა საბოლოოდ იქცა იმ შედეგად, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხანია ელოდა


საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, სანდრო ბაზაძის ინდივიდუალური წარმატება, საქართველოს სპორტის გამარჯვებაა.


შეგახსენებთ, რომ ბაზაძე 2025 წლის ივლისში, თბილისში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ გახდა.