
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმ დღეს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველის „ნიურნბერგმა" , მე-15 ტურის საშინაო შეხვედრაში „გროიტერ ფიურტის" წინააღმდეგ, იულიან იუსტვანის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ქართველის გუნდი, სწორედ ლოჩოშვილის გოლით დაწინაურდა, 48-ე წუთზე, თუმცა, საინტერესო ის გარემოებაა, რომ 48-ე წუთზე „ლოჩოს" გოლის შემდეგ, „ნიურნბერგი" 61-ე წუთამდე კიდევ ერთხელ დაწინაურდა თუცა, ამ შუალედში, ქართველის გუნდს, ორჯერ გაუთანაბრეს. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. „ნიურნბერგი" 19 ქულით მე-11 ადგილზეა.
გერმანიის მთავარ ბუნდესლიგაში კი, დღეს მე-13 ტურის შეხვედრები ჩატარდა. გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა", საშინაო შეხვედრაში ბრემენის „ვერდერი" 3-2 დაამარცხა. ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა, რა დროსაც ანგარიში საყაიმო იყო 2-2. „გოჩოლას" შესვლიდან მალევე, „ჰამბურგმა" მესამე გოლი გაიტანა და საბოლოოდ, გაიმარჯვა. 13 ტურის შემდეგ, „ჰამბურგს" 15 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გაიმარჯვა გრაცის „შტურმმა". მე-16 ტურის საშინაო შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა" 2-1 დაამარცხა „გრაცერი" და 28 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-2 საფეხურზე იმყოფება. ქართველის გუნდის, ამ მომენტში, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება „ზალცბურგს", რომელიც ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატს ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, „კოტეს" გუნდს, უეფა-ს ევროპა ლიგის საშინაო შეხვედრა ელის „ცრვენა ზვეზვდას" წინააღმდეგ.
უეფა-ს კონფერენს ლიგაზე 12 დეკემბერს აქვს თამაში გაბრიელ სიგუას „ლოზანასაც" „კუპს"-ის წინააღმდეგ. თუმცა, მანამდე დღეს, შვეიცარიის სუპერ-ლიგის მე-16 ტურის მატჩში, ქართველის გუნდმა ფრედ 0-0 ითამაშა „ლუგანოსთან". 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, სრული შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. 16 ტურის შემდეგ, „ლოზანას" 20 ქულა აქვს და მე-8 საფეხურზეა.
კიდევ ერთი კლუბი, რომელიც 11 დეკემბერს, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე ითამაშებს რუმინული „უნივერსიტატია კრაიოვაა", რომელმაც 4 დეკემბერს რუმინეთის თასის მეორე ტურის შეხვედრა გამართა „პეტროლულის" წინააღმდეგ და დიდი ანგარიშით, 0-4 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ანრი მექვაბიშვილმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე კი, ამ შეხვედრაში ბოლო, მე-4 გოლი გაიტანა.
ფრანგულ ლიგა 1-ში დღეს, მე-15 ტურის შეხვედრა გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცმა" გამართა და „ოსერთან" 3-1 დამარცხდა. სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 68 წუთი დაჰყო „წიტამ", რომელიც მეცელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თუმცა, „აბუ" გუნდის განაცხადში საერთოდ არ იყო. ქართველების გუნდი, ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.
პორტუგალიის ლიგაში ქართველების გარეშე ჩაიარა მე-13 ტურმა. „ბენფიკასა" და „სპორტინგის" დაპირისპირებაში, რომელიც 1-1 დასრულდა და მასპინძელმა „ბენფიკამ" კაცნაკლულმა დაასრულა, გიორგი ქოჩორაშვილი კი იყო განაცხადში, თუმცა, ქართველს არ უთამაშია. აი, „ეშტორილისა" და „მორეირენსეს" დაპირისპირებაში კი, რომელიც ასევე ფრედ, მხოლოდ 3-3 დასრულდა, ნოდარ ლომინაძე საერთოდ განაცხადში არ ყოფილა.
შეცვლაზე შევიდა ესპანეთის ლალიგა 2-ის მე-17 ტურში იური ტაბატაძე, რომლის „კადიზიც" საშინაო შეხვედრაში 2-3 დამარცხდა „სანტანდერთან" და სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-10 ადგილზეა.
კვიპროსის ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა წააგო გიორგი ქვილითაიას „არისმა". „აპოლეთან" გასვლით შეხვედრაში ქართველის გუნდი, 2-0 დამარცხდა, „ქვილითა" კი, შეცვლაზე მე-60 წუთზე შემოვიდა, თუმცა, მასთან ერთადაც, „არისმა" თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა. კიდევ ერთი ქართველის, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა" კი, გასვლით შეხვედრაში, „აპოლონთან" ფრედ, 0-0 ითამაშა.
სტატიაში გამოყენებულია Daniel Karmann-ის ფოტო

|
|
|





ჩვენ








