
ქართული გუნდისთვის IJF-ის მსოფლიო ტურის წლის ბოლო შეჯიბრი ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რომლებიც ჩვენი გუნდიდან ილია სულამანიძემ (-100კგ, ოქრო), ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ, ბრინჯაო) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90კგ, ბრინჯაო) ტოკიოს გრან სლემის პირველ საასპარეზო დღეს მოიგეს.
დღეს კი, იაპონიაში დასრულებულ ტურნირზე 5 ქართველი ჯუდოკა ასპარეზობდა ოთხ წონით კატეგორიაში, სადაც ფინალურ ბლოკში გაღწევა -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართული ჯუდოს ლეგენდამ ლაშა შავდათუაშვილმა და -81 კგ-ში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილმა მოახერხეს, თუმცა, ორივე ქართველი ბრინჯაოს ფინალში დამარცხდა და მედლების გარეშე დარჩა. სხვათა შორის მედლის გარეშე დარჩა ფინალურ ბლოკში გასული საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეც.
-73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზე გიორგი ტერაშვილმაც, რომელიც საწყის ეტაპზევე, დამატებით დროში, წონის ფინალისტთან იაპონელ კეიტო კიჰარასთან დამატებით დროში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
გოგონებში, -70 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მარიამ ჭანტურია, რომელიც რუსეთის სახელით მოასპარეზე მადინა ტაიმაზოვასთან დამარცხდა. რაც შეეხება +78 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილს, ისიც, საწყის ეტაპზე იაპონელ რური ფუჯიისთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

|
|
|





ჩვენ








