
ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის ბოლო, 36-ე ტურში, რეალურად მხოლოდ ერთი ინტრიგა რჩებოდა - ვინ გახდებოდა საქართველოს ჩემპიონი? თბილისის „იბერია 1999" თუ, გორის „დილა". ეს ორი გუნდი ჩემპიონატის ბოლოს, ქულა-ქულაში მიდიოდნენ და ნათელი იყო, რომ ყველაფერი ბოლო ტურს უნდა გაერკვია, თუმცა, აქ იყო ერთი სხვაობა. თბილისელებს, გორელთაგან განსხვავები, ბოლო ტურში, უფრო ტიტულოვანი მეტოქე ჰყავდა, „დინამო თბილისის" სახეთ, რომელსაც მართალია, ეს თამაში, ბევრს ვერაფერ შემატებდა, თუმცა, ცხადი იყო, რომ არც მარტივად დათმობდა ქულებს. სწორედ, თბილისსა და გორში გამართული შეხვედრებით დასრულდა ეროვნული ლიგა, რომლის გამარჯვებულიც „იბერია 1999"-ი გახდა. შესაბამისად, გეტყვით იმასაც, რომ მომავალ უეფა-ს 2026-2027 წლების საკლუბო ტურნირებზე საქართველო ოთხი გუნდით - „იბერია 1999", „დილა", „ტორპედო" და „დინამო თბილისით" იქნება წარმოდგენილი.
თუმცა მანამდე, გორში, ადგილობრივი „დილა", რომელიც სეზონის მანძილზე მეტ-ნაკლებად ყველაზე სტაბილური გუნდი იყო ეროვნულ ლიგაში, ბოლო ტურში „დინამო თბილისს" დაუპირისპირდა, რომელიც სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ სეზონის მანძილზე, მთელი რიგი მოვლენების გამო დაიჩაგრა - მაგალითად, „დინამო თბილისის" სამ შეხვედრაზე არ იმუშავა VAR-მა. ამას გარდა, სანაკრებო შესვენებების დროს, როდესაც ყველა სხვა გუნდი მშვიდად განაგრძობდა ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას, დინამოელები, რომლის ბირთვიც, ამ 100-წლოვანი საფეხბურთო კლუბის აკადემიის წევრები არიან, ყველაზე მცირე, საკლუბო ცხოვრებას დაღლილები უბრუნდებოდნენ. უარეს შემთხვევაში კი, ტრავმირებულები. ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ, „დინამო თბილისს" ტრავმების გამო, სამი მცველი საბა ხარებაშვილი, ლუკა ლაცაბიძე (დაშავდნენ 21-წლამდეთა ნაკრებში ყოფნისას) და მათე შათირიშვილი (19-წლამდე ევროს საკვალიფიკაციოდან დაბრუნებულს იმავე დღეს მოუხდა მთავარ გუნდში თამაში და დაიმტვრა) დააკლდა, არადა, ზედა ოთხეულის გუნდებიდან, თბილისელებს, ყველაზე რთული კალენდარი ჰქონდათ - „გაგრა", „იბერია 1999", „ტორპედო", „დილა". აქვე გეტყვით, რომ ხშირად, დინამოელთა კალენდარი - მთავარი გუნდის, „დინამო თბილის 2"-სა და 19-წლამდეთა ოქროს ლიგის თამაშები ან ემთხვეოდა კალენდარულ დღეს, ან იყო სხვადასხვა დღეს (იშვიათად), ტერიტორიულად ისეთ მანძილზე იყო, რომ გუნდში, ფეხბურთელების როტაციას შეუძლებელს ხდიდა. სხვათა შორის, ამ გარემოებით, საბოლოოდ კლუბიც ზარალდებოდა და უკვე სანაკრებო თამაშების დროს, ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებებიც. ასე, რომ სამომავლოდ, კარგი იქნება თუკი, შესაბამისი რგოლი, კალენდრის დაგეგმვისას, ასაკობრივი გუნდების ინტერესებს უფრო მეტად გათვლის. ასე გადაქანცულმა გუნდმა, დღეს თენგიზ ბურჯანაძეზე ფრედ, 2-2 ითამაშა, აქედან მატჩში ორჯერ იგებდა.
ამ მხრივ, საინტერესო იყო „იბერია 1999"-იც, რომელსაც ასევე უწევდა ორად გაგლეჯა, ასაკობრივი ნაკრებებიდან, „დინამოს" მსგავსად სამადაც, თუმცა, სახელოვანი თანაქალაქელებისგან განსხვავებით, ამ კლუბს უფრო მეტი წყალობა ჰქონდა და წლის ბოლოც, შედარებით მარტივი კალენდარი. დღევანდელ, ტურის ბოლო შეხვედრაში „გაგრასთან", თბილისში, მიხეილ მესხზე 2-1 გაიმარჯვა. თამაშის შემდეგ, სფფ-ს გენერალური მდივანისგან დავით მუჯირისგან ჩემპიონის ფარიც ჩაიბარა, თუმცა, მანამდე შვილმა მუჯირმა, იბერიელებს, ჩვენი აზრით, ტურის და შესაძლოა ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაუტანა. რაც შეეხება „იბერიას", თბილისურმა კლუბმა ტიტულის დაცვა მოახერხა და არსებობის ისტორიაში, მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტურით ადრე საბოლოოდ გაირკვა, თუ რომელი გუნდები ხვდებოდნენ გადათამაშებაში, მაინც საინტერესო იყო, ორი კახური გუნდი „გარეჯი" და „თელავი" რომელ ადგილზე დაასრულებდნენ რეგულარულ ჩემპიონატს. დღეს, 36-ე ტურში, „გარეჯმა" 2-1 წააგო გასვლითი შეხვედრა „ტორპედოსთან". „თელავმა" კი, „სამგურალი" თბილისში, პეტრო არენაზე, საშინაო შეხვედრაში 3-0 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი მე-8 ადგილით დაასრულა. შესაბამისად, ფლეი-აუთში, ტყიბულის „მეშახტეს" დაუპირისპირდება.
რეგულარული ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა „გარეჯმა", რომელიც ეროვნულ ლიგაში დასარჩენ ფლეი-აუთში, „სპაერს" დაუპირისპირდება.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგიდან, ლიგა 2-ში დაქვეითდა ფოთის „კოლხეთი 1913", რომელიც ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში, აჭარაბეთ არენაზე, ბათუმის „დინამოსთან", 3-2 დამარცხდა. თავის მხრივ, ელიგაში, ფოთელთა ადგილს, „რუსთავი" დაიკავებს, რომელიც 6-წლიანი შესვენების შემდეგ, ძლიერთა ლიგას უბრუნდება. იმედია, ახალი სეზონისთვის, გარემონტდება რუსთავის „ფოლადის" სტადიონი და გუნდს, საშინაო თამაშების ჩატარება, ისტორიულ სტადიონზე მოუწევს.
თუმცა, საქართველოში საფეხბურთო სეზონი 15 დეკემბრამდე გრძელდება. ამ ფლეი-აუთებს თუ არ ჩათვლით, რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება, რომელშიც „იბერია 1999" და „დილა" 10 დეკემბერს, პეტრო არენაზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
სფფ-ის ფოტო

|
|
|





ჩვენ








