ტოკიოს გრან სლემის პირველი დღის შემდეგ, ქართველებს სამი მედალი გვაქვს
ტოკიოს გრან სლემის პირველი დღის შემდეგ, ქართველებს სამი მედალი გვაქვს
06.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დაგეგმილი მედლები, ერთი, ილია სულამანიძე ტოკიოს გრან სლემის გამარჯვებული და ორი, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის, დიდი მოულოდნელობა - ასე შეიძლება ერთ წინადადებაში შეჯამდეს იაპონიაში მიმდინარე IJF-ის მსოფლიო ტურის ბოლო კალენდარული შეჯიბრის, ტოკიოს გრან სლემის პირველი საასპარეზო დღე.


დავიწყოთ დანაკლისით - 13 ქართველი ჯუდოკადან, რომელებიც ამომავალი მზის ქვეყანაში გაემგზავრნენ, დღეს ტატამზე რვა ქართველს უნდა ეასპარეზა ოთხ წონით კატეგორიაში, თუმცა, შეჯიბრის დაწყებამდე, -90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური, +100 კგ წონაში კი, გურამ თუშიშვილი ჩაეხსნენ. არადა, ამ ორი ჯუდოკადან მინიმუმ მედალს ველოდით, თუ არა ოქროს.


მათ გარეშე კი, მედლებისთვის ბრძოლა 6 ჯუდოკამ დაიწყო. -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექაურის გარეშე, გიორგი ჯაბნიაშვილმა თავი მხოლოდ, იაპონელ გოკი ტაძიმას „დააჩაგრვინა", რომელთანაც, 1/2 ფინალში გადასასვლელი შეხვედრა დათო. თუმცა, საწყის ეტაპზე, რუსი ეგორ მალკინი იპონით დაამარცხა. რეპეშაჟში, ჰიდეტოში ტოკუმოჩი ასევე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გავიდა. აქ, ქართველის მეტოქე, ტიციანო ფალკონე იყო, რომელთანაც ქართველმა მოახერხა ვაზარის აღება და მოპოვებული ქულები, გამარჯვებამდე ტაქტიკურად სწორი ბრძოლით მიიყვანა. ასე, რომ ქართველებიდან, იაპონიის გრან სლემზე მედლების ათვლა ჯაბნიაშვილმა დაიწყო.


+100 კგ წონით კატეგორიაში, „თუშას" გარეშე, პირველი წრიდან დაიწყო ასპარეზობა ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელიც აბუ დაბის გრან სლემის შემდეგ, ცოტა არ იყოს დაღლილად გამოიყურებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველ წრეში, ეგვიპტელი მოჰამედ აბორაკია იუკოთი დაამარცხა, ამის შემდეგ, ქართველი მიმდინარე სეზონის სამი გრან სლემის გამარჯვებულის მონღოლი გიონჩიგსურენ ბათხუიაგის წინააღმდეგ გამოვიდა და პირველ როგში, მეტოქისთვის მოულოდნელად, იპონით დაამარცხა. ამის შემდეგ, 1/2 ფინალში გადასასვლელად იაპონელ ჰიოგა ოტოსთან იუკოთი დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. თუმცა, ჩვენებური კიდევ ერთ იაპონელთან კანტა ნაკანოსთან იპონით დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


ქართულ გუნდს, მეორე მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა. -57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ცოტა მძიმედ დაიწყო. ეთომ, დამატებით დროში თითქმის მეხუთე წუთზე მოახერხა ვაზარი აეღო იუნა შინისთვის, თუმცა, ამის შემდეგ, ლიპარტელიანი ტიკიოს ტრან სლემის მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ აკარი ომორისთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აქ, ქართველი, ბრაზილიელ შირლენ ნასკიმენტოს დაუპირისპირდა და ტაქტიკურად სწორად წარმართული შეხვედრა ავასეტე-იპონით დაასრულა, რამაც ბრინჯაოს ფინალში ასპარეზობის უფლება მისცა. აქ კი, ქართველს, კარგად ნაცნობი მეტოქე, ფრანგი სარა ლეონ სისიკი ელოდა, რომელთანაც ლიპარტელიანმა „პირადი ანგარიშიც" გაასწორა და წაგებების სერია შეწყვიტა. ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, კვარცხლბეკზე ი სრულად იაპონელების გარემოცვაში აღმოჩნდა.


ამავე წონაში იასპარეზა ნინო ლომაძემაც, რომელმაც საწყის ეტაპზე იუკოთი, მონღოლი სპორტმენი ლკხაგვასურენი იუკოთი დაამარცხა, თუმცა, მომდევნო შეხვედრაში, წონის ფინალისტ, იაპონელ მომო ტამაოკისთან დამარცხდა და საპარეზობას გამოეთიშა.


ტოკიოს გრან სლემის პირველ დღეს, ორი ჯუდოკათი შეუტია -100 კგ წონით კატეგორიას ქართულმა გუნდმა. ნიკა ხარაზიშვილმა პირველ წრეში მოახერხა შვედი კარლ ბაატეს დამარცხება, თუმცა, უკვე მომდევნო შეხვედრაში, გრან სლემის ფინალისტთან, იაპონელ დოტა არაისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


დოტა არაისთან ფინალურ შეხვედრამდე კი, ქართული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ილია სულამანიძემ, საკმაოდ რთული ბადე, მშვიდად და დამაჯერებლად გაიარა. ქართველმა მეორე წრიდან სამხრეთ კორეელი იუპუნ ჰანი იუკოთი გამოთიშა. ამის შემდეგ, ილიამ ორი რუსი, ჯერ ნიაზ ბილალოვი იუკოთი, შემდეგ კი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მატვეი კანიკოვსი, შეხვედრის დაწყებიდან მალევე, 1:50 წუთზე იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ზემოთხსენებულ იაპონელს შეხვდა. აქ ქართველმა, იპონით მოგებული წინა შეხვედრის დრო გააუმჯობესა და 1:27 წუთზე ტოკიოს გრან სლემი მოიგო.


ამ ეტაპზე ქართულ გუნდს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს. ხვალ კი, საქმეში 5 ქართველი ჯუდოკა ჩაერთვება:

-73 კგ / ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ / ზაურ დვალაშვილი

-70 კგ / მარიამ ჭანტურია

+78 კგ / სოფიო სომხიშვილი