თოკო შენგელიას კარგი მატჩი ბელგრადში
თოკო შენგელიას კარგი მატჩი ბელგრადში
06.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თოკო შენგელიამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ევროპალიგის მე-14 ტურში, „ბარსელონას" შემადგენლობიდან ყველაზე მეტი, 32:30 წუთი დაჰყო მოედანზე. ამ დროში ქართველმა 15 ქულა დააგროვა (ხუთი 2-ქულიანი, ერთი 3-ქულიანი და ორი საჯარიმო), 5 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთო დაფარება ჩაიწერა აქტივში. მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ თამაშის შემდეგ, თოკოს გვარის გასწვრივ 16 % ეწერა. ეს კი, მის გუნდში მესამე მაჩვენებელი იყო.


აღსანიშნავია, რომ ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ, ქართველმა დღევანდელი მონაგარი მეოთხედების მიხედვით პროპორციულად გაზარდა. პირველ მეოთხეში, რომელიც კატალონიელებმა 4 ქულით, 17-21 მოიგეს, საქართველოს ნაკრების კაპიტნის მიერ, მოედანზე გატარებული 07:48 წუთში 5 ქულა იყო.


მეორე მეოთხედში, თოკომ, მხოლოდ 2 ქულა შემატა ნადავლს.  თუმცა, მოედანზე გატარებულმა დრომ 14:55 წუთი შეადგინა. მეორე მეოთხედის შემდეგ, რომელიც კვლავ „ბარსელონამ" მოიგო 22-25, ქართველს 7 ქულასთან ერთად, უკვე 3 ქულა ჰქონდა. ბელგრადში, „ბელგრად არენაზე", შენგელიას გუნდი, დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი სხვაობით გავიდა, 39-46.


აი, მორიგ მეოთხედში მიუხედავად იმისა, რომ საერთო ანგარიშში, მაინც სტუმრები იყვნენ წინ, 57-63, სერბებმა რამდენჯერმე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და მონაკვეთი ერთი ქულითაც 18-17 მოიგეს. ამ მონაკვეთში, შენგელიას ანგარიშზე უკვე 11 ქულა იყო. ასევე, 11-მდე გაიზარდა ქართველის ეფექტიანობა, „ბარსას" სასარგებლოდ. თოკოს წინააღმდეგაც ამ და ბოლო მონაკვეთში დაჯარიმდნენ სერბები ყველაზე ბევრჯერ.


საბოლოოდ, მესამე მეოთხეში მცირე ჩავარდნის შემდეგ, „ბარსელონამ" მოახერხა ძალების მოკრება და მცირე გაქცევაც მოახერხა, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ მონაკვეთიც მოეგო 22-26 და თამაშიც, 79-89 (იხილეთ ოქმის ჩანაწერი).


14 ტურის შემდეგ, „ბარსელონა" სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო თამაშს კი, 12 დეკემბერს, სახლში, ბერძნული „ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს.  


ფოტო: (c) Barca Basket