
ერთა თასის (IHF Trophy - ევროპის ზონა) მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები გათამაშების ლიდერ, ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრები პირველ დღეს, დიდ ბრიტანეთთან გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მესამე შეხვედრაში 10-ბურთიანი სხვაობით - 33-43 (16-22) დამარცხდა.
სატურნირო ცხრილის საბოლოო სურათი 6 დეკემებერს გახდება ცნობილი, როდესაც დიდი ბრიტანეთი დაუპირისპირდება ბულგარეთს, ხოლო ბელგია მასპინძელ კოსოვოს შეხვდება. დღეს დარჩენილი შეხვედრაში კოსოვოელები და ბრიტანელები გაარკვევენ ერთმანეთში ურთიერთობას.
შეგახსენებთ, რომ პრიშტინას (კოსოვო) ერთა თასამდე, 12-20 ივლისს, თელავში ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატს (Women's 19 EHF Championship) ვუმასპინძლეთ. მაშინ საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარეთი 32-27 დაამარცხა. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში კი ბულგარელებმა ოთხი ბურთით მოიგეს (33-29).
საქართველოს ნაკრები:
ნატალი საბაშვილი, ანანო გაწერელია; დიანა არაბიძე, თეკლა ძამუნაშვილი, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ანა კოვზირიძე, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა

|
|
|





ჩვენ








