ორი შეცდომა და მხოლოდ მეოთხე ადგილი - გრან პრის ფინალში არ გაგვიმართლა
ორი შეცდომა და მხოლოდ მეოთხე ადგილი - გრან პრის ფინალში არ გაგვიმართლა
05.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავა, იაპონიის გრან პრის მეოთხე საფეხურზე დაასრულეს ასპარეზობა.  2025 წლის სეზონის ექვსი ეტაპის შემაჯამებელ ტურნირზე, ნაგოიაში, საქართველოს წარმომადგენლები მოკლე პროგრამის შემდეგ, რომელიც სუფთად და მაღალ დონეზე შეასრულეს შედეგად კი,  75. 04 (41.07 / 33.97) ქულა დაიმსახურეს მესამე საფეხურზე იყვნენ დათავისუფალი პროგრამის წინ, 2.28 ქულით ჩამორჩებოდნენ იაპონურ წყვილს, რიკუ მიურასა და რუიჩი კიჰარა, რომლებიც თავის მხრივ, მხოლოდ 0.10 ქულით უსწრებდნენ, იტალიელებს, სარა კონტისა და ნიკოლა მასიის წყვილს. ალბათ, ამ სამეულის გარდა, თავისუფალ პროგრამაში კიდევ ერთი ევროპული წყვილი იყო გერმანიიდან მინერვა ფაბიენე და ნიკიტა ვალოდინი, რომლებსაც მედლებისთვის ბრძოლაში შეეძლოთ ზემოთხსენებული სამეულისთვის ხელის შეშლა.


რეალურად, ასეც მოხდა - თავისუფალ პროგრამაში ყინულზე, გერმანელები ფინალისტი ექვსეულიდან მეორენი გამოვიდნენ და 149.57 ქულით, თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. სწორედ, მათ შემდეგ მოუწიათ ყინულზე გამოსვლა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, რომლებსაც კარგი სტარის მიუხედავად მღელვარება ემჩნეოდათ და შესაბამისად, შეცდომებიც მალევე დაუშვეს მე-3 და მე-5 ელემენტებზე რაც შესაბამისად ჯერ ტექნიკურ პანელზე და საბოლოოდ, შეფასებაზეც აისახა. ქართულმა წყვილმა  136.49 (68.70/67.79) ქულა დაიმსახურა, რაც თავისუფალ პროგრამაში მე-4 შედეგი აღმოჩნდა. არადა, მეტელკინასა და ბერულავას სეზონის საუკეთესო შედეგი 148.07 ქულა იყო.


ორი პროგრამის ჯამში, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა 211.53 ქულით, მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. გრან პრის ფინალი კი, რიკუ მიურასა და რუიჩი კიჰარა მოიგო იაპონიიდან, რომელიც დღეს, თავისუფალ პროგრამაში კი იყო მეორე და ჩვენების მსგავსად, მათაც ჰქონდათ ორი შეცდომა, თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, 225.21 ქულით მაინც მოახერხა პირველ ადგილზე გასვლა.


დღევანდელი შედეგის მიუხედავად, ქართული წყვილი, ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ტოპ ხუთ სპორტულ წყვილს შორის, რომელიც ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებს მაინც არის.



ფოტო: © ISU