
6-7 დეკემბერს, იაპონიაში, IJF-ის მსოფლიოს ტურის 2025 წლის ბოლო, ტოკიოს გრან სლემი გაიმართება. ორმოცზე მეტ მონაწილე ქვეყანას შორის არის საქართველო, რომლის წარმომადგენლებიც 8 წონით კატეგორიაში 13 ჯუდოკათი (9 ბიჭი, 4 გოგონა) შეუტევენ მთავარ პრიზებს:
-73 კგ / ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ / ზაურ დვალაშვილი
-90 კგ / ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი
-100 კგ / ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ / გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
-57კგ / ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-70 კგ / მარიამ ჭანტურია
+78 კგ / სოფიო სომხიშვილი
ჩვენი გვერდი, იმედს იტოვებს რომ წლის ბოლო შეჯიბრზე ქართული გუნდი წარმატებით იასპარეზებს. დეკემბრის ბოლოს კი, ჯუდოკებთან ერთად შევაფასებთ განვლილ წელს.
აქვე გეტყვით რომ წინასწარი შეხვედრებიდან დაწყებული, ფინალური ბლოკის ჩათვლით, ჯუდოს გულშემატკივარს JUDO.TV-დან ექნება.

|
|
|





ჩვენ








