მოკლე პროგრამის შემდეგ მესა - ანასტასია და ლუკა იაპონიის გრან პრის ფინალში ასპარეზობენ
მოკლე პროგრამის შემდეგ მესა - ანასტასია და ლუკა იაპონიის გრან პრის ფინალში ასპარეზობენ
04.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნაგოიაში, გრან პრის სერიების ფინალი დაიწყო ფიგურულ ციგურაობაში. იაპონიის გრან პრის ფინალში მოკლე პროგრამის შემდეგ, აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს წარმომადგენლები ანასტიას მეტელკინა და ლუკა ბერულავა 75. 04 (41.07 / 33.97) ქულით მესამე საფეხურზე არიან და თავისუფალი  პროგრამის წინ, 2.28 ქულით ჩამორჩებიან იაპონურ წყვილს, რიკუ მიურასა და რუიჩი კიჰარა, რომლებიც თავის მხრივ, მხოლოდ 0.10 ქულით უსწრებენ იტალიელებს, სარა კონტისა და ნიკოლა მასიის წყვილს.


ფიგურული ციგურაობის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში გრან პრის სერიის ჩინეთში გამართული ეტაპი ქართულმა წყვილმა მოიგო და მაშინ, ნასტიამ და ლუკამ ორი პროგრამის ჯამში სარასა და ნიკოლას აჯობეს.


„სასიამოვნო იყო ჩვენთვის იაპონიის გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა. ჩვენ მივიღეთ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც გვინდოდა, რათა საუკეთესო მხრივ წარმოგვედგინა თავი", - ამბობს გამოსვლის შემდეგ ანასტასია მეტელკინა.

„დღეს ვნერვიულობდი, გახურების დროსაც კი. არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს შეჯიბრის დროს. დღეს თითქოს, ისე იყო, როგორც ყოველდღიურად, თუცა, ნასტია იყო შესანიშნავი, მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ეს საჭირო იყო", - ამბობს ბერულავა.


შესაბამისად, ამ ორი ევროპული წყვილის დაპირისპირება თავისუფალ პროგრამაშიც (ტექსტურ ცოცხალი) გაგრძელდება, რომელიც ხვალ, 5 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 14:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი, დღეს, მეტელკინამ და ბერულავამ, „ბოლეროს" კომპოზიციაზე მოკლე პროგრამა სუფთად შეასრულეს, თუმცა, ამისად მიუხედავად, გრან პრის სერიის ამერიკულ ეტაპზე ნაჩვენებ შედეგამდე (78.83) საკმაოდ დააკლდათ ქულები. აქვე გეტყვით, რომ თავისუფალ პროგრამაში, რომელსაც მიმდინარე სეზონში ქართულ წყვილი Le discours d'Arthur (Jerome Rebotier)-სა და Keeping Me Alive (Jonathan Roy) კომპოზიციებზე ასრულებს, საუკეთესო მაჩვენებელი, 148.07 ქულა, თბილისში, ქართული ფიგურული ციგურაობის პირველ საშინაო ტურნირზე, „თრიალეთის თასი" აქვთ ნაჩვენები.


შეგახსენებთ, რომ ანასტასია და ლუკა, ისევე როგორც ჩვენი გუნდის კიდევ ოთხი წარმომადგენელი, ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, რომელიც 2026 წელს მილანში ჩატარდება.


ფოტო:@ISU