ქუთაისის „მართვე“ გოგონათა შორის 15-წლამდე ლიგის გამარჯვებულია
ქუთაისის „მართვე“ გოგონათა შორის 15-წლამდე ლიგის გამარჯვებულია
03.12.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორი ზონა, დასავლეთი, რომელშიც 6 გუნდი („მართვე" ქუთაისი,  „ტორპედო"  ქუთაისი, „მტრედები",  „აჭარა", „ხონი" და „სენაკი")  გაერთიანდა და აღმოსავლეთი, სადაც შვიდი (WPS GEO , „ნორჩი დინამო", „ბოლნისი" ,„კვარტალი", „ვერე", „დმანისი"  და „რუსთავი"), საერთო ჯამში კი, 13 გუნდი საქართველოს მასშტაბით, სექტემბრიდან გრძელ, დაძაბულ და საინტერესო თავგადასავალში ჩაერთო - სფფ-ის ინიციატივით, წელს პირველად 15-წლამდე გოგონათა შორის ახალი ტურნირი ჩატარდა.  



15 წლამდე გოგონათა ლიგა ორ წრედ ჩატარდა. გათამაშების პირველი რაუნდი, ორივე რეგიონალურ ზონაში 16 ნოემბერს დასრულდა. ამის შედეგ, უკვე ნოემბერის ბოლოს ჯვარედინი სისტემით, დასავლეთის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, აღმოსავლეთ ზონის მეორე და პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შეხვდნენ და ფინალისტები გამოავლინეს.


„მართვე" - „რუსთავი 4-2

WPS GEO - „ტორპედო" 0-1


ისე მოხდა, რომ ორივე ფინალისტი დასავლეთის ზონიდან აღმოჩნდა და ამას გარდა, ორივე ქუთაისის წარმომადგენელი - „მართვე", „ტორპედოს" დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა. შესაბამისად, 15 წლამდე გოგონათა ლიგის პირველი გამარჯვებულიც მართვეა.


ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 ნოემბერს გამოვლინდა მესამეადგილოსანი.  WPS GEO-მა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში „რუსთავი" ანგარიშით 1-3 დაამარცხა.


აქვე გეტყვით, რომ 15-წლამდე გოგონათა ლიგაში ტურნირი წელს 9X9  ფორმატით გაიმართა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, 11X11 ფორმატით ჩატარდება. და ბოლოს, აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილე არც ერთო გოგონა, ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის ეგიდით გამართლ თამაშებში არ მონაწილეობდა.

 


ფოტო: სფფ