საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ერთა თასზე ბელგიასთან ბოლო წამებზე დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ერთა თასზე ბელგიასთან ბოლო წამებზე დამარცხდა
03.12.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

პრიშტინაში (კოსოვო), 19-წლამდე გოგონათა შორის ერთა თასის (ევროპის ზონა) გათამაშების მეორე დღეს საქართველოს ნაკრები ბელგიასთან დრამატულ მატჩში დამარცხდა.


პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, გამოკვეთილი ლიდერის გარეშე, რაც ანგარიშზეც აისახა - 15-15. ასეთივე სურათი ვიხილეთ მეორე ტაიმშიც. იყო მომენტები, როდესაც ბელგიელებს მდევრის როლშიც ვამყოფებდით, მაგრამ სრულ უპირატესობას ვერ ვიგდებდით ხელში. შეხვედრის დასრულებამდე ათი წამით ადრე კი, როდესაც ანგარიში 29-29 იყო, მეტოქემ ბურთი გაგვიტანა. დარჩენილ წამებში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს გოლით ვერ უპასუხა და შედეგად, დასანანი მარცხი ვიგემეთ - 29-30.


4 დეკემბერს, ერთა თასის მესამე დღეს საქართველოს ნაკრები მასპინძელ კოსოვოს დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ ბულგარეთთან 25-34 დამარცხდა.


საქართველოს ნაკრები:

ნატალი საბაშვილი, ანანო გაწერელია; დიანა არაბიძე, თეკლა ძამუნაშვილი, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ანა კოვზირიძე, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა